კატეგორია: პოლიტიკა

ბათუმში საბჭოთა მარშის მონაწილეებს გეორგიევსკის ლენტი მოახსნევინეს – “პუტინ ხუილო”

ბათუმში, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების აღმნიშვნელი აქციის რამდენიმე მონაწილეს, რომელთაც ე.წ. გეორგიევსკის ლენტი ჰქონდათ გულზე მიბნეული, ლენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახსნევინეს. დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა მოაწყეს მსვლელობა ბათუმში. ჯგუფის წევრებისთვის „გეორგიევსკის ლენტის“ მოხსნა არ უთხოვია საპატრულო პოლიციას, რომელიც ჯგუფს მიაცილებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ. ადგილი ჰქონდა […]

გიორგი რუხაიამ გრიშა ონიანს ქვეყნის გამყიდველი უწოდა – ჩხუბი ვაკის პარკში – ვიდეო

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „კომუნისტური პარტიის“ წევრები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის სურათებით მივიდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა. გიორგი რუხაიამ „კომუნისტური პარტიის“ ლიდერს გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა. პარტია “სოციალისტური საქართველოს” […]

სოსო ცინცაძე: “თედო ჯაფარიძეს გაუხსენებენ მოსკოვში გაგზავნილ უბადრუკ წერილს, სუბარს კი იმას, რომ ალკოჰოლის მოყვარულია”

„ჯერჯერობით, ივანიშვილი პარტიის გარეთ ცდილობს მოძებნოს საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან იცის, რომ „ოცნების” არც ერთ კანდიდატს, გარდა ივანიშვილისა, არ აქვს დადებითი რეპუტაცია,”- აცხადებს პოლოტილოგი სოსო ცინცაძე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს როგორმე ისეთი ადამიანი მოძებნოს და დაითანხმოს პრეზიდენტობაზე, ვინც „ქართული ოცნების” ფუნქციონერი არ არის, და თუკი საბოლოდ „ოცნების” რომელიმე წევრი დასახელდება კანდიდატად, ეს ნიშნავს, რომ პარტიის […]

მარგველაშვილი პრეზიდენტობას მეორე ვადითაც აპირებს – “სააკაშვილის მოკავშირე ვერ ვიქნები”

როგორც ჩანს, პრეზიდენტი მარგველაშვილი მეორე ვადითაც აპირებს პრეზიდენტობას, ოღონდ მას სურს, რომ კანდიდატად ის არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ საზოგადოებამ წარადგინოს. – თუ ვიქნები კანდიდატი, ვიქნები საზოგადოების წარმომადგენელი და პოლიტიკური ჯგუფები რა როლს ითამაშებენ, ეს ამ ეტაპზე განხილვადი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს გადაწყვეტილი, იბრძოლებს […]

გიორგი მარგველაშვილი: იქნებ ერთად გაგვასამართლონ მე, როგორც კორუმპირებული პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო კორუფციაში და არ მიჩივის

– იქნებ ერთად გაგვასამართლონ მე, როგორც კორუმპირებული პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო, როგორც თანამონაწილე და დანაშაულის მფარველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარეს პროკურატურაში მისვლის ეშინია, უმჯობესია იმპიჩმენტის საკითხი დაიწყოს, რათა „დამნაშავე პრეზიდენტი“ სახელისუფლებო შტოს ჩამოშორდეს. „ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო კორუფციაში და […]

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი თავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო რეფორმას

„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსტრუქციული როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმაში, ის არ შემოვიდა საერთოდ კომისიაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის ხუთწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში, მას არ ახსენდება არცერთი ეპიზოდი, სადაც პრეზიდენტმა გამაერთიანებლის როლი შეასრულა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი ხშირად გამოდიოდა როგორც დაპირისპირების ინიციატორი და ამის მთავარი […]

“სტრასბურგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება”- ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავრობის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება. „მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობამ ტატუნაშვილის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლების დარღვევის გამო. კონვენციის […]

კახა კუკავა – “ივანიშვილმა გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ნუკრი ქანთარია სამაგალითოდ დასაჯა”

“ახალი თაობის” კითხვებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – ბატონო კახა, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ქართულ პოლიტიკაში? – რა პროცესებზეა საუბარი?! ეს არის ცირკი! კლოუნადაა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ! ადამიანები საერთოდ ვერ გრძნობენ, რა პოსტებზე არიან და იქცევიან, როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ძალიან მარტივი ტესტია, თუ გინდა რომ რეალური წარმოდგენა შეგექმნეს საქართველოს პარლამენტზე, […]

ნინო ბურჯანაძე – “მარგველაშვილი ჰგავს შეშინებულ ადამიანს, ასეთი ადამიანი კი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს”

 “ახალ თაობას” დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესაუბრება. – ქალბატონო ნინო, პრეზიდენტის ბოლო საპარლამენტო მოხსენება სკანდალად შეფასდა. თქვენ როგორ შეაფასებთ მის მოხსენებას? – პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი და ეს არ არის სახელმწიფო. მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტს მოხსენება ჰქონდა და მან 5 წლიანი ანგარიში წარუდგინა პარლამენტს და საზოგადოებას. მისი სულ […]

ნიკოლ პაშინიანი – ”ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩვენი საბედისწერო შეცდომა იყო”

სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ბაგრამიანის ბატალიონი და  მისი მონაწილეობა  აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იყო  სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები. ბაგრამიანის ბატალიონი იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია “კრუნკის” ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი […]