კატეგორია: პოლიტიკა

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს – კვერცხების სროლა პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, სადაც “თანასწორობის მოძრაობის” აქცია იმართება, აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ ადგილიდან წაიყვანა კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი. პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს წინ ორი აქცია იმართება. “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს. პარალელურად კონტრაქციას მართავს „მართმადიდებელ მშობელთა“ კავშირი. ორგანიზაციის აქტივისტთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში „უმსგავსობა მოხდეს“ […]

გადადგეს სოფო კილაძე! – “თანასწორობის მოძრაობა” დეპუტატის წინააღმდეგ

“თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის წინ აქციას გამართავს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას მოითხოვს.როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება. „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჰქონდა ჩანიშნული 17 მაისს გარკვეული ღონისძიების გაკეთება, რომელზეც სოფიო კილაძის პასუხი იყო, რომ მათი ნებაა და არაფერს გააკეთებენ წელს. რაც არის […]

ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა. ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო […]

დავით ჭიჭინაძე – “სუფრა ვინც გაშალა, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ შეეცადო”

პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებას მეოცნებეები კარგა ხნის მანძილზე მალავდნენ. ეს სააშკარაოზე დეპუტატ გედი ფოფხაძის გადაწყვეტილებამ გამოიტანა – ის პარტიიდან აპირებდა წასვლას. მის გადარწმუნებას მთავრობის მეთაური შეეცადა. გიორგი კვირიკაშვილმა “ოცნების” სხვა ლიდერებსაც სთხოვა, რომ ფოფხაძესთან დაკავშირებით მკვეთრ განცხადებებს მორიდებოდნენ. დეპუტატების ნაწილმა ეს მოთხოვნა არ შეისმინა და დაიწყო ფოფხაძის გმობა, რასაც უკვე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გააქტიურება მოჰყვა. […]

მამუკა ტუსკაძე: “უგულავას ხელისუფლებამ მიაღებინა 38% – უნდა გენახათ, როგორ ზეიმობდა უგულავას შტაბი”

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86%, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38% მიიღო. ჩატარებულ არჩევნებს აფასებს ვანი-ხონის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ტუსკაძე. – რას მიაწერთ, რომ გიგი უგულავამ 5 ათასი ხმა მიიღო? – გიგი უგულავამ აშკარად მაღალი პროცენტი მიიღო. ამ წლებში ხელისუფლებამ ძალიან […]

”ოცნების” ოფისში ივანიშვილი უმრავლესობას შეხვდა – სხდომაზე ძირითადად ”ძველები” იყვნენ

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა ყრილობისთვის სამზადისი იყო, ასევე მათი თქმით საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე. უმრავლესობის სხდომას, ივანიშვილის გარდა, გიორგი კვირიკაშვილი, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი, ნუკრი ქანთარია და “ქართული ოცნების” […]

“კალაძის გუნდს პრეზიდენტად არჩილ თალაკვაძე უნდა, კვირიკაშვილის გუნდს – მიხეილ ჯანელიძე”

რა გეგმები აქვს თანამდებობაზე დაბრუნებულ ივანიშვილს, ვინ და რატომ უთხრა მას უარი, ვინ წავა “ოცნებიდან” ოპოზიციაში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ესაუბრება. – ყოფილი პრემიერის დაბრუნებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა. ზოგი ამბობს, რომ მის ფინანსებს შეექმნა საფრთხე და ამიტომ დაბრუნდა, ზოგიც ამტკიცებს, რომ გუნდში იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ […]

ნუგზარ წიკლაური – ”ივანიშვილმა ასლან აბაშიძის ყოფილ მომხრეებს, ვაჟა და თენგიზ შავიშვილებს, ხელ-ფეხი გაუხსნა და ისინი ოპონენტებს ცემენ”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე. – ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. კერძოდ, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის უკანონოდ გადატანისას საკრებულოს და უზენაესი […]

კალაძის საქმიანობას 53% “კარგად” აფასებს, 12% – “ცუდად”, 31% – “საშუალოდ” – NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც 15% თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას “ძალიან კარგად” აფასებს, ხოლო 38% – “კარგად”. 31% “საშუალოდ” აფასებს თბილისის ახალი მერის საქმიანობას, 7% – ცუდად, 5% – ძალიან ცუდად, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის. NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 […]

სკანდალური დოკუმენტი – საქართველომ ირანს სავარაუდოდ 3000 ტონა ციანიდი მიჰყიდა

საქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. დიდ ბრიტანეთში მყოფი ქართველი, ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამტკიცებს, რომ 2016 წელს საქართველოდან ირანში დიდი მოცულობით სახიფათო პროდუქტი, ნატრიუმის ციანიდი გაიტანეს და ეს სახიფათო ნივთიერება შპს რუსთავის აზოტმა გაყიდა.სკანდალური დოკუმენტი P.S.-მა მოიპოვა ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამბობს, რომ მას შესაბამისი დოკუმენტები კონფიდენციალურმა პირმა გადასცა. სპარსულ-ინგლისური დოკუმენტი ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებულია. […]