კალაძის საქმიანობას 53% “კარგად” აფასებს, 12% – “ცუდად”, 31% – “საშუალოდ” – NDI

კალაძის საქმიანობას 53% "კარგად" აფასებს, 12% - "ცუდად", 31% - "საშუალოდ" - NDIეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც 15% თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას “ძალიან კარგად” აფასებს, ხოლო 38% – “კარგად”. 31% “საშუალოდ” აფასებს თბილისის ახალი მერის საქმიანობას, 7% – ცუდად, 5% – ძალიან ცუდად, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.