გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს – კვერცხების სროლა პარლამენტთან

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს - კვერცხების სროლა პარლამენტთანთბილისში, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, სადაც “თანასწორობის მოძრაობის” აქცია იმართება, აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ ადგილიდან წაიყვანა კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი.
პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს წინ ორი აქცია იმართება. “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს.
პარალელურად კონტრაქციას მართავს „მართმადიდებელ მშობელთა“ კავშირი. ორგანიზაციის აქტივისტთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში „უმსგავსობა მოხდეს“ და ლგბტ თემმა 17 მაისს აქცია მოაწყოს.