საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური სამსახურისგან მიიღო და შემდეგ მას შეატყობინა. ბასილაია პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ,,კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის აპარატთან, რომელმაც გვითხრა, რომ პენიტენციურ სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
გლდანის ციხეში საპატრულოს მანქანები შევიდნენ
სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა ამ წუთებში გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ციხის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მანქანები შევიდნენ. ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში გონება დაკარგა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. მთავარი
პაატა შევარდნაძე – “სააკაშვილის უფლებები სახელმწიფომ უნდა დაიცვას”
საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, შვილი პაატა შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას ეხმაურება. პაატა შევარდნაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ სააკაშვილის, როგორც არჩეული პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს. – ნებისმიერი ადამიანის უფლებას, უპირველეს ყოვლისა პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს. ეს პრინციპი არავის შეუცვლია და ნებისმიერ ქვეყანას […]
„თუ კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გაჩნდება, ეს გაკეთდება“ – წულუკიანი სააკაშვილზე
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი საჭიროება გაჩნდება, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ. მისივე თქმით, „განგაშის საფუძველი არ არსებობს”. „შეგიძლიათ იყოთ მშვიდად იმიტომ, რომ როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ, […]
“სააკაშვილის კანი სულ თეთრია, იფცქვნება ადამიანი” – ეკა ხერხეულიძე
დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის მონახულების დროს ჰიპერტონიული კრიზის შემსწრე გახდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მაღალ წნევებთან ერთად მეხსიერების სერიოზული პრობლემებიც აქვს. “დღეს მე შევესწარი მის ჰიპერტონიულ კრიზს, რომელსაც დაესწრო ექიმიც. მარტო არ ვყოფილვარ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი ინფორმაცია, ადგილობრივი ექიმი იყო შეშფოთებული. 170/110-ზე დაუფიქსირდა […]
“სააკაშვილი პროცესებს ციხიდან მართავს, ბერკეტები კი “ოცნების” ხელშია” – თორნიკე შარაშენიძე
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის წინააღმდეგობრივი ადამიანი, რომელსაც გაკეთებული აქვს ბევრი კარგიც და ცუდიც. – სააკაშვილი ციხიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს. – ინიციატივა ძალიან ხშირად არის მის ხელში. ბერკეტები დღეს მთავრობის ხელშია. სააკაშვილის მოწოდებებით კი გამოდიან ქუჩაში, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც მას უნდა. რესურსების და ბერკეტების ხარჯზე, ჯერჯერობით […]
ნინო ლომჯარიას ექსპერტთა ჯგუფი – “სააკაშვილი გლდანიდან დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი”
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. გთავაზობთ დასკვნას: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის #157 ბრძანებით შეიქმნა […]
გიორგი ბარამიძე – “თვითმკვლელობის გარდა, პროტესტის ყველა ფორმისთვის მზად ვარ”
– პროტესტისთვის შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია. თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა. ამიტომ, ვშიმშილობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების უფრო მეტი არაპოლიტიზირებული ნაწილი ჩაერთვება მშვიდობიან ბრძოლაში. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მოშიმშილე გიორგი ბარამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. – კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით რეჟიმის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილისადმი განხორციელებულმა არადამიანურმა მოპყრობამ უკვე აჩვენა […]
სალომე ზურაბიშვილი – “სააკაშვილის დამამცირებელი კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია”
იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, “მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და მის სტატუსს პატივი უნდა სცენ”. „დღეს […]
„მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მულტიფუნქციური კლინიკა“ – ირაკლი კობახიძე
„ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: “მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა იმისათვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი რაც ჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ეს არის სათანადო დოზირება საკვების”.










