ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით, წინა მოწვევის დეპუტატების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ. ლეიბების საკრებულოს დარბაზში შეტანის უფლებას მათ დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი – “მიშა თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი”
თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი – 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, 84 ადამიანზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. მისი თქმით, არ სჯერა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ბევრი რამ შეუსაბამოა. „ადამიანი 47 დღეა შიმშილობს. ჩვენს თვალწინ ჩვენი კოლეგა პარლამენტში შიმშილობს, რომ […]
პაატა ბურჭულაძემ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო
ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. მისი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. როგორც ბურჭულაძემ “ტვ. პირველის” ეთერში განაცხადა,სიმბოლურია, რომ შიმშილობა მან სწორედ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში დაიწყო და “ამით უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს საზღვარგარეთიდან”. “მგონი, ჩემი შიმშილობით უფრო მივიქცევ მსოფლიო ყურადღებას, ვიდრე მიტინგებზე სიტყვით გამოსვლით”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ხათუნა ხოფერია – “მიშამ არ იცოდა, ციხეში რომ აგინებდნენ?! ვერ გავიგე, თმებით როგორ ათრიეს?!”
ხათუნა ხოფერია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს 2011-2012 წლებში, რესტორანში რომ შედიოდა, უსტვენდნენ და აგინებდნენ. – მაშინაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. კადრებია, აეროპორტში როგორ მიდიან რიგითი მოქალაქეები და როგორ ურტყამენ, როგორ უსტვენენ, როგორ აგინებენ და როგორ ლანძღავენ. ვერ გავიგე, რა გაუკვირდათ? მაინცდამაინც პატიმარმა რომ აგინა ციხის საავადმყოფოში, იმაზე გაგიჟდნენ და გადაირივნენ? შეიძლება მისმა გამომწყვდეულმა პატიმრებმა, რომლებსაც […]
ირაკლი კობახიძე – “ანა ფოტიგა კრიმინალების მფარველია”
პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროპარლამენტარს პოლონეთიდან, ანა ფოტიგას, კრიმინალური ძალის ლობირებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის ბრალდების თანახმად, ევროპარლამენტართა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას იზიარებს. – არის მცირერიცხოვანი ჯგუფი ლობისტების, რომელსაც მიეკუთვნება ეს ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც იყო საქართველოში ჩამოსული. ისინი არიან დიდი ხნის ლობისტები კრიმინალური ძალის, რომლებიც სამწუხაროდ, პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ დანაშაულებებზე, რაც ჩადენილ იქნა 2012 წლამდე. […]
ნიკა გვარამია – “სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, ის კედელ-კედელ შემოვიდა”
მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის , – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და წინა ვიზიტთან შედარებით კიდევ უფრო დასუსტებულია. „ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ დგას […]
თორნიკე დავითაშვილი – “არ მესმის, რატომ არ გადაჰყავთ მიშა საქალაქო კლინიკაში… შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს”
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას კობა დავითაშვილის შვილიც უერთდება. თორნიკე დავითაშვილი არსებულ ვითარებას ცირკს უწოდებს და მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვაში უცხოელი მოსამართლეების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. თორნიკე დავითაშვილის ეს მიმართვა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის და მისი ოჯახი წლებია, თავს სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, კობა დავითაშვილის შვილი პირდაპირ ამბობს, რომ შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს. ერთადერთი, […]
ელენე ხოშტარიასთან “ოცნების” დეპუტატები მივიდნენ
ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. კერძოდ, ხოშტარიას ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ხვდება. ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიასთან ასევე იმყოფებიან ექიმებიც, რომლებმაც მოშიმშილე დეპუტატს გადასხმა გაუკეთეს. იპნ
ალეკო ელისაშვილი – “სააკაშვილი უნდა იყოს იქ, სადაც არის, პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია”
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება უღირსი საქციელია. რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია. „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, ციხეში ადამიანებს ადამიანურად ექცეოდნენ და არა უღირსად. „ქართული […]
“მტერიც კი არ უნდა დაამცირო ასე, არათუ ყოფილი პრეზიდენტი” – კახა კოჟორიძე
იურისტი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმართან ურთიერთობაში ხელისუფლება სახეს კარგავს. – სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ არის პატიმარი, რიგითი მოქალაქე თუ ყოფილი პრეზიდენტი. ადამიანი, მტერიც რომ იყოს, არ უნდა დაამცირო. კიდევ უფრო რთული და მძიმეა იმის გააზრება, რომ გავრცელებული კადრები შემთხვევით კი არ არის მოხვედრილი მედიასივრცეში, არამედ მიზანმიმართულად. – რითი ხსნით […]









