„თუ კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გაჩნდება, ეს გაკეთდება“ – წულუკიანი სააკაშვილზე

„თუ კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გაჩნდება, ეს გაკეთდება“ - წულუკიანი სააკაშვილზეკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი საჭიროება გაჩნდება, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ.

მისივე თქმით, „განგაშის საფუძველი არ არსებობს”.

„შეგიძლიათ იყოთ მშვიდად იმიტომ, რომ როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება.

შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ, ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას”, – ამბობს მინისტრი.