კატეგორია: პოლიტიკა

გედი ფოფხაძე: ქვეყანა საით მიდის და უმრავლესობას რა უნდა

– ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს – “აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ”. ამ ვითარებას ასე მარტივად არ ვუყურებ, რადგან არ მგონია, ეს სწორი იყოს. უმრავლესობაში ვიქნები თუ არა, ამით ეს ქვეყანა არ დაიქცევა. ქვეყანა […]

გია ხუხაშვილი: „რუბლი დაეცა, ამ დღეებში ლარი დაეცემა“

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ორ მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება: – ეს მართლა სირი-ული ოპოზიცია. ერთი დღეც ვერ გაძლეს დუმაში უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებამდე… – დღეს რუბლი დაეცა. ამ დღეებში ლარი დაეცემა. პოლიტიკის გარეშე, ეკონომიკური ლოგიკით.

ნუკრი ქანთარია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში” აშკარა ხდება

დაპირისპირება მმართველ გუნდში ახალ ეტაპზე გადადის. პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის ერთი ნაწილის კრიტიკას, რომელიც გედევან ფოფხაძეს შეეხებოდა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის პასუხი მოჰყვა. მათ შორის ნუკრი ქანთარიაც არის, რომელიც ასევე გახდა დღეს უმრავლესობის ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. მას განცხადებები დაუწუნეს. თავად ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავში უნდა ეძებოს შეცდომები და […]

დავით მათიკაშვილი – ”გედევან ფოფხაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს”

– გედევან ფოფხაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა. – ვფიქრობ, რომ მისი საჯარო განცხადება იყო მისი თანაგუნდელებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი, ეს აშკარაა. ამიტომ, ალბათ, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში მეტი დაფიქრება და დაკვირვება გვმართებს, როცა განცხადებებს ვაკეთებთ, – განაცხადა მათიკაშვილმა. დავით მათიკაშვილის ფოფხაძის განცხადებისადმი გამოთქმულ კრიტიკას პარლამენტის […]

გედევან ფოფხაძე: „პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მას ადამიანურად თანავუგრძნობ“

დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. პრემიერის თქმით, იგი გედევან ფოფხაძეს შეხვდა და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა. „პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მას ადამიანურად თანავუგრძნობ და გიორგი კვირიკაშვილი როგორც პიროვნება, ჩემთვის სულერთი არ არის. რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზე დამოკიდებული არაა“, […]

,,რუსეთი კლავს“ – ქართველი ემიგრანტები, დღეს, ავსტრიაში მდუმარე აქციას გამართავენ

დღეს, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება მდუმარე, სამგლოვიარო აქცია სახელწოდებით „რუსეთი კლავს“. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანია, პატივი მიაგოს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აქცია გაიმართება 18:00 საათზე შვარცენბერგპლაცზე, რუსი ჯარისკაცის ძეგლთან.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. „1989 წლის 9 აპრილი იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მოვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათი თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო“, – განაცხადა კახა კალაძემ. 9 აპრილის მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის […]

ირაკლი კობახიძე: „საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. ჩვენ არ გაქვს პრობლემები“

„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედევან ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი […]

კვირიკაშვილი: „ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა. „მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში, […]

ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს – ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიევი

ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი და სტუმრად მყოფი თბილისის მკვიდრი თეიმურაზ კაზიევი ცოტა ხნის წინ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება. იმედინიუსი