დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. პრემიერის თქმით, იგი გედევან ფოფხაძეს შეხვდა და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა.
„პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მას ადამიანურად თანავუგრძნობ და გიორგი კვირიკაშვილი როგორც პიროვნება, ჩემთვის სულერთი არ არის. რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზე დამოკიდებული არაა“, – ასე უპასუხა პრემიერი განცხადებას გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას მოჰყვა.

