კატეგორია: პოლიტიკა

ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილი ახალ როკის გვირაბს აშენებს” – რატომ აწვდის ხელისუფლება ოკუპანტებს დენს უფასოდ

რა პრობლემებს უქმნის საქართველოს გიგანტური ჰესები, ვინ და რა მიზნით ცლის საქართველოს მთიან რეგიონებს, რისთვის და ვისთვის შენდება ახალი გზა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. ლაშა ჩხარტიშვილი: – “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება სააკაშვილის ხელისუფლებას, ძალადობით და სპეცრაზმების მეშვეობით ცდილობს ჰესების მშენებლობის დაწყებას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაითანხმონ იმაზე, რაზე […]

ნანა დევდარიანი – “სააკაშვილი დაბრუნდება, თუ “ოცნებას” გაურიგდება”

“ახალი თაობის” კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი პასუხობს. – ქალბატონო ნანა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა “ოცნების” შიგნით. რას იტყვით ამ ყველაფერზე? – ეს ყოველთვის ასე იქნება, იმიტომ, რომ გაუგებარი მიდგომებია. ერთის მხრივ გასაგებია, რომ ოპოზიციის კვოტაც არის ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში, მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, არ იყო ერთიანი […]

ათი ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ათი ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არმიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. “პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, საარჩვენო გარემოს კუთხით […]

თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე – “მომიტევეთ უნებლიე შეცდომა”

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარიამ ჯაშის შემდეგ მეორე დეეპუტატია, რომელიც საზოგადოებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ხმაური, რაც ამ ფაქტის გარშემო ატყდა, უმცირესობის დაგეგმილი პროვოკაციაა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. “ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით […]

მარგველაშვილი – “ირაკლი ქორიძის ყოფილი ცოლი ჩემი მეუღლის ბიძაშვილია და ის თვალითაც არ მინახავს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ 30-წლიანი მუხლით გასამართლებული ირაკლი ქორიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ ნარკოდანაშაულის გამო დააპატიმრეს,  2014 წელს ნათესაური ნიშნით არ შეუწყალებია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ირაკლი აბსანძის გადაცემაში “კვირის ინტერვიუ“ განაცხადა. – ახლა მიმდინარეობს საუბარი ქორიძეზე, რომელზეც ამბობენ, რომ არის ჩემი ნათესავი. რეალურად ქორიძე არ მინახავს ცხოვრებაში, არც მისი ყოფილი მეუღლე არ მინახავს… […]

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა – ,,გავერთიანდეთ და დავასრულოთ ოლიგარქია!“ – ვიდეო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს გადასარჩენად გაერთიანებისა და ერთად ბრძოლისკენ მოუწოდებს. – სანამ ქვეყანა ღატაკდება, ხალხი შიმშილობს, კრიმინალი ბობოქრობს და მეშახტეები იღუპებიან, ოლიგარქი ივანიშვილი ითვისებს ყველა ბიზნესს და ცინიკურად ერთობა ხეების თრევით და ეკოკატასტროფას აწყობს! ივანიშვილი არის სახელმწიფოს მტერი. […]

„აუდიტორია 115“-ის აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს

„აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა ხუთი აქტივისტი დააკავეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის პიკეტირებამ გამოიწვია. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოულოდნელად საავტომობილო მონაკვეთი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, რომ დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია და გადასულიყვნენ ტროტუარზე, რასაც აქციის მონაწილეებიარ არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ხუთი პირი […]

”გადადგეს დიმიტრი ქუმსიშვილი!” – სოლიდარობის აქცია თბილისში

თბილისში „აუდიტორია 115“-ის მიერ სოლიდარობის აქცია იმართება. მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან დასრულდება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შრომითი უსაფრთოხების კანონის გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკური პასუხიმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადაყენებას ითხოვენ და ასევე, მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური […]

თამარ მეარაყიშვილი – “ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ცოცხალი არავის ვაინტერესებ” – რას სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას ახალგორში გამოკეტილი სამოქალაქო აქტივისტი 

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შესახებ საქართველოში ყველამ იცის. მას კარგად იცნობენ ცხინვალის რეგიონშიც. ის ძალიან აქტიური ადამიანია და იმაზე ბედავს ხმამაღლა ლაპარაკს, რაზეც სხვები დუმილს ამჯობინებენ. თამარ მერაყიშვილი დღეს საკმაოდ სერიოზული საფრთხიხ ქვეშ არის. უკვე 8 თვეა, მას ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევენ. ოფიციალური თბილისი მის მხარდასაჭერად ხმასაც კი არ ითებს. საქართველოს ხელისუფლებას არც […]

პუჩდემონი გერმანიის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა, მას ექსტრადაცია მაინც ემუქრება

გერმანულმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონი 75 000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა მადრიდის მტკიცებულებები პუჩდემონის ამბოხისკენ მოწოდების ბრალდებასთან დაკავშირებით, თუმცა, არ გამორიცხა, რომ მისი ექსტრადირება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო მაინც მოხდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე მყოფი კატალონიის სეპარატისტთა ლიდერი გერმანიაში დაელოდება.