მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას კობა დავითაშვილის შვილიც უერთდება. თორნიკე დავითაშვილი არსებულ ვითარებას ცირკს უწოდებს და მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვაში უცხოელი მოსამართლეების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. თორნიკე დავითაშვილის ეს მიმართვა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის და მისი ოჯახი წლებია, თავს სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, კობა დავითაშვილის შვილი პირდაპირ ამბობს, რომ შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს. ერთადერთი, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ელენე ხოშტარიასთან “ოცნების” დეპუტატები მივიდნენ
ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. კერძოდ, ხოშტარიას ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ხვდება. ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიასთან ასევე იმყოფებიან ექიმებიც, რომლებმაც მოშიმშილე დეპუტატს გადასხმა გაუკეთეს. იპნ
ალეკო ელისაშვილი – “სააკაშვილი უნდა იყოს იქ, სადაც არის, პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია”
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება უღირსი საქციელია. რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია. „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, ციხეში ადამიანებს ადამიანურად ექცეოდნენ და არა უღირსად. „ქართული […]
“მტერიც კი არ უნდა დაამცირო ასე, არათუ ყოფილი პრეზიდენტი” – კახა კოჟორიძე
იურისტი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმართან ურთიერთობაში ხელისუფლება სახეს კარგავს. – სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ არის პატიმარი, რიგითი მოქალაქე თუ ყოფილი პრეზიდენტი. ადამიანი, მტერიც რომ იყოს, არ უნდა დაამცირო. კიდევ უფრო რთული და მძიმეა იმის გააზრება, რომ გავრცელებული კადრები შემთხვევით კი არ არის მოხვედრილი მედიასივრცეში, არამედ მიზანმიმართულად. – რითი ხსნით […]
ედუარდ სააკაშვილი – “ეს გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად”
მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ეხმაურება მამის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას. ედუარდ სააკაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: “მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორის ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს და მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ […]
“უკანონო და სამარცხვინო ნაბიჯი” – კონსილიუმის წევრები გლდანის ციხეში არ შეუშვეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებს გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვათ. შოთა თუთბერიძის თქმით, მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა სამუშაო საათების ამოწურვა დაასახელა. „დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად. ძალიან დიდი მადლობა ამ კომისიის თითოეულ წევრს, რომელთაც კიდევე ერთხელ ვუდასუტრებ პატივისცემას იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში გამონახეს დრო და მობრძანდნენ. თუმცა […]
პარლამენტთან სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების ჩანიშვნა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძის განცხადებით, დღევანდელი აქციაზე სპიკერები იქნებიან ახალგაზრდები, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც ეცდებიან ხელისუფლებას მიაწვდინონ სამოქალაქო პროტესტის […]
ოპოზიციის 9 დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
საპარლამენტო ოპოზიციის 9 დეპუტატი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს – ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებ დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი: “კარგად მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილი ვითარება. ის, რომ […]
გირჩი – მჩხიბავმა სტელამ შსს-ს ჯადო გაუკეთა – ვიდეო
გირჩი მჩხიბავ სტელას შსს-ზე ჯადოს აკეთებინებს
„გირჩი – მეტი თავისუფლება” განცხადებას ავრცელებს და აცხადებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ითხოვენ “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. „დღეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე. ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის. ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომებიც უკანონოდ დააკავეს. […]










