“უკანონო და სამარცხვინო ნაბიჯი” – კონსილიუმის წევრები გლდანის ციხეში არ შეუშვეს

"უკანონო და სამარცხვინო ნაბიჯი" - კონსილიუმის წევრები გლდანის ციხეში არ შეუშვესსაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებს გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვათ.

შოთა თუთბერიძის თქმით, მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა სამუშაო საათების ამოწურვა დაასახელა.

„დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად. ძალიან დიდი მადლობა ამ კომისიის თითოეულ წევრს, რომელთაც კიდევე ერთხელ ვუდასუტრებ პატივისცემას იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში გამონახეს დრო და მობრძანდნენ. თუმცა სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არის არასამუშაო საათები“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოს და სამარცხვინოს უწოდებს.

“კონსილიუმი არასამუშაო საათებში უკვე ყოფილა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე დღეს კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ვფიქრობთ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო. ჩვენი პოზიციით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას“, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

იპნ