ხათუნა ხოფერია – “მიშამ არ იცოდა, ციხეში რომ აგინებდნენ?! ვერ გავიგე, თმებით როგორ ათრიეს?!”

ხათუნა ხოფერია - "მიშამ არ იცოდა, ციხეში რომ აგინებდნენ?! ვერ გავიგე, თმებით როგორ ათრიეს?!"ხათუნა ხოფერია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს 2011-2012 წლებში, რესტორანში რომ შედიოდა, უსტვენდნენ და აგინებდნენ.

– მაშინაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. კადრებია, აეროპორტში როგორ მიდიან რიგითი მოქალაქეები და როგორ ურტყამენ, როგორ უსტვენენ, როგორ აგინებენ და როგორ ლანძღავენ.

ვერ გავიგე, რა გაუკვირდათ? მაინცდამაინც პატიმარმა რომ აგინა ციხის საავადმყოფოში, იმაზე გაგიჟდნენ და გადაირივნენ? შეიძლება მისმა გამომწყვდეულმა პატიმრებმა, რომლებსაც საშინელებები მოუწყო მის მიერ შექმნილ გულაგებში და საშინელებები გამოატარა, ათასგვარი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინეს. რა გაუკვირდათ? არ იცოდა, რომ აგინებდნენ?

– ითქვა, რომ ციხის თანამშრომელმა სააკაშვილს უთხრა, ჩიტო, მოხვედიო? სააკაშვილმა თქვა, თმებით მათრიესო.

– ვერ გავიგე, თმებით როგორ ათრიეს? თმა კარგად უნდა ჩაბღუჯო და ათრიო. რა თმა აქვს თავზე, ამ უპატრონოს ასეთი, თმებით რომ ეთრიათ? ვერ გავიგე, დალალები აქვს? დალალდაწნული ბიჭი მყავს თუ რა, რით უნდა ეთრიათ? ხომ ხვდებით, რომ ეს შერყეული ფსიქიკის ნაყოფია. სად გინახავთ, კაცი თმებით ეთრიოთ? თან იმ სიგრძე და იმ სისქეა, რომელი თმა გაუძლებს?

რაც შეეხება გამონათქვამს, მოხვედი, ჩიტო, თუ რაღაც – ჯერ ერთი, მე არ ვიცი, რამდენად დასტურდება, ან რით აპირებენ, ეს დაადასტურონ, მაგრამ რაც ამ გამონათქვამთან დაკავშირებით გიგი უგულავამ იკადრა, ეს ზნედაცემული, უსინდისო, არაკაცის წამოთქმულია, როდესაც ადამიანი იმ კაცის შვილის კლასელებს მოუწოდებს, დააბულინგეთ პატარა ბავშვიო. ამას ადამიანი არ გააკეთებს, ხალხო!

მაგ განცხადებაზე იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა, მაგრამ ეს ისეთი განცხადებაა, რომელსაც ბოდიში აღარ შველის.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა