„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ“

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ“ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გადასცემენ, რომელიც 18 მარტს გაიმართება.
– ზუსტდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ დაუბრუნებენ, ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი, – განაცხადა ჟურნალისტმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.