ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს დელეგაცია იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით მათ შეხვედრა ე.წ პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან გამართეს და ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ე.წ პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იორდანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მანსურ სჟაჟმა „გულთბილი მიღებისთვის რაულ ხაჯიმბას იორდანიის პარლამენტის სპიკერის მადლობა გადასცა“ ამასთანავე ნათქვამია ისიც, რომ იორდანიის პარლამენტის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვენ
ბრიტანელი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრ ამბერ რადისგან 14 ადამიანის მოულოდნელი ან საეჭვო გარდაცვალების ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს. ამ 14 ადამიანს შორის ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, რომელიც 2008 წელს ლონდონი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მოთხოვნას წინ უძღოდა ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლა, […]
„უქნარა და ნაცარქექია“ – კახა კალაძე ალეკო ელისაშვილზე
ღამის ეკონომიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს. კახა კალაძის თქმით ეკონომიკის განვითარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამას აუცილებლად შეასრულებს „გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი […]
ალეკო ელისაშვილი: „რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რას იგონებენ?!
– რა ღამის ეკონომიკა?! სერგი ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და მისგან მიკვირს, რომ ასეთ წინადადებას დათანხმდა, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ტელეპროდიუსერ სერგი გვარჯალაძის დანიშვნის თაობაზე. „რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და […]
დოდო გუგეშაშვილი – „შევხვდებით მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ მიწას მიაბარებენ“
„მხედრიონის“ ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალიდან გადმოასვენებენ, საჯარო განცხადებების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ გუგეშაშვილის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი. „პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც გაიზიარა ჩემი ტრაგედია. ჟურნალისტებს, ვინც ობიექტურად და სამართლიანად აშუქებს ყველაფერს ჩვენი საქმის ირგვლივ. პირადა თქვენ გიორგი და თქვენს გადაცემა „ფაბრიკას“, რომ დაინტერესდით […]
ბიბილოვი – ”ტატუნაშვილის ცხედარს 1 თვე ვერ მოგცემთ”
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. – ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში – ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. […]
კახა კალაძემ სერგი გვარჯალაძეს ღამის ეკონომიკა ჩააბარა
ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტს ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, დედაქალაქის გარეუბნები განვითარდება. – ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ ამას ყურადღება თბილისშიც აუცილებლად უნდა დაეთმოს. ეს ხელს […]
ბორჯომის საკრებულოს ენმ-ს წევრი: „ბორჯომის პროცესს ჰყავს ერთი შემოქმედი, ეს გახლავთ გედი ფოფხაძე“
– ასი ლარის ხელფასის მქონე თანამშრომლები გამოიყვანეთ და ტაში აკვრევინეთ თქვენი 2000 ლარიანი ხელფასებისთვის – ეს განცხადება, გადაცემა “არჩევანში” ბორჯომის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გააკეთა. ბაკურ გელაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ბორჯომში არაფერი კეთდება და ის, რაც გაკეთდა გასულ წელს, უხარისხოა. მისი თქმით, მერიის მუშაობა სწორედ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებში ჩანს. მისი თქმით, ბორჯომში მიმდინარე […]
გია ხუხაშვილი: „საპრეზიდენტო არჩევნებიც ბუა-ბუას და სისხლიანი 9 წელის ძახილით გადაგორდება“
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ვერ ჩამოყალიბდა ალტერნატიული პოლუსი და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა, ხოლო ხელისუფლება ამ ფონზე კვლავ უკონკურენტოა-აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში” და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი “შეთქმულების თეორიებს” აანონსებს: – ხელისუფლებას არ ჰყავს კონკურენტი, ვერ ჩამოყალიბდა ალტერნატიული პოლუსი და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური […]
რატომ შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრები ბრიტანეთის საელჩოში უცხოელ დიპლომატებს
წმინდა სინოდის რამდენიმე მღვდელმთავარი ბრიტანეთის საელჩოში დიპლომატებს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დახურულ კარს მიღმა ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო. შეხვედრაზე მისული იყო პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი. შეხვედრის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ […]










