ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს დელეგაცია იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით მათ შეხვედრა ე.წ პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან გამართეს და ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც ე.წ პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იორდანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მანსურ სჟაჟმა „გულთბილი მიღებისთვის რაულ ხაჯიმბას იორდანიის პარლამენტის სპიკერის მადლობა გადასცა“
ამასთანავე ნათქვამია ისიც, რომ იორდანიის პარლამენტის დეპუტატმა ხალედ ალბაკარმა ხაჯიმბას „სამამულო ომში გამარჯვების“ 25 წლისთავი მიულოცა.
„გამარჯვების მიღწევა თქვენ ხალხს დიდი დანაკარგის ფასად დაუჯდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ ასეთ ქვეყნებს. თქვენ მძიმე სამუშაო გაქვთ. მე გისურვებთ წარმატებას და თქვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებას.“- განაცხადა ხალედ ალბაკარმა.
ნიუპოსტი

