– ასი ლარის ხელფასის მქონე თანამშრომლები გამოიყვანეთ და ტაში აკვრევინეთ თქვენი 2000 ლარიანი ხელფასებისთვის – ეს განცხადება, გადაცემა “არჩევანში” ბორჯომის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გააკეთა.
ბაკურ გელაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ბორჯომში არაფერი კეთდება და ის, რაც გაკეთდა გასულ წელს, უხარისხოა. მისი თქმით, მერიის მუშაობა სწორედ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებში ჩანს.
მისი თქმით, ბორჯომში მიმდინარე მოვლენების უკან დგას დეპუტატი გედევან ფოფხაძე და სწორედ მისი დამსახურებაა პოლიტიკური კრიზისი.
– ამ პროცესს ჰყავს ერთი შემოქმედი, ეს გახლავთ გედი ფოფხაძე, რომელიც რუხი კარდინალივით კურირებს აბსოლუტურად ყველა ამ მოვლენებს, – განაცხადა ბაკურ გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ფოფხაძე ვერ ეგუება იმას, რომ არჩევნებზე მისმა ძმამ წააგო და უმრავლესობაში ოპოზიცია მოვიდა.

