„უქნარა და ნაცარქექია“ – კახა კალაძე ალეკო ელისაშვილზე

„უქნარა და ნაცარქექია“ - კახა კალაძე ალეკო ელისაშვილზეღამის ეკონომიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს. კახა კალაძის თქმით ეკონომიკის განვითარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამას აუცილებლად შეასრულებს

„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, ეს დაპირება შევასრულო. აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ.