საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას. „მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება. შიმშილობის […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ეს იქნება უწყვეტი პროცესი” – ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ღლონტმა განმარტა, ეს არის მათ მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტივობების ნაწილი, რომელიც მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება. „ჩვენ გითხარით, რომ ეს იქნება უწყვეტი პროცესი და ხედავთ, რომ ყოველდღიურად გვაქვს […]
პაატა ზაქარეიშვილი – “სააკაშვილი კიდევ დიდხანს გაძლებს”
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი შიმშილობს სამედიცინო შიმშილობით. – ადამიანები ათასობით დოლარს იხდიან, რათა სამედიცინო შიმშილობით დაამარცხონ რაღაც ავადმყოფობა. სამედიცინო შიმშილობა ნორმალური მოვლენა, როცა ადამიანები 40-დან 60 დღემდე შიმშილობენ ექიმების მეთვალყურეობით. ქართული ჯიგრული გაგებით შიმშილობა არის ის, როცა არაფერს არ ჭამ. სააკაშვილი შიმშილობას მეცნიერული და სამედიცინო მიდგომით მიუდგა. – იუსტიციის სამინისტრომ […]
ნიკოლოზ ყიფშიძე – “სააკაშვილს დაზიანებები აღენიშნება, ასე გაგრძელება შეუძლებელია”
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს დაზიანებები აღენიშნება. როგოც ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში, სხვა შემთხვევაში, ექიმის შეფასებით, შესაძლოა ფატალური შედეგი მივიღოთ. „ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. […]
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა
ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები: “გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, […]
ელენე ხოშტარია – “ძალიან საშიში ვითარება შემექმნა და ამიტომ გადასხმა მივიღე”
ანალიზებით რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მე თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ […]
სუს-თან აქციაზე მურმან დუმბაძე დააკავეს
სუს-თან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე დააკავეს. დუმბაძე იმ დროს აიყვანეს, როცა ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს გოგა მემანიშვილს ესაუბრებოდა. მემანიშვილის მტკიცებით, დუმბაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა. შეგახსენებთ, ადგილზე დაკავებების სერია მოულოდნელად დაიწყო. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.
კუბილიუსი: „შესაძლოა, ქართველებს მოუწიოთ არჩევა – ან „ქართული ოცნება“, ან ევროკავშირი“
მედია პროექტ სასაზღვრო ზონის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და დასავლეთში ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაში, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ქართველ ხალხს შესაძლოა დაუდგეს მომენტი, როცა მოუწევს არჩევანი გააკეთოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნასა და ევროკავშირში ინტეგრაციას შორის. „ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ […]
„უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს“ – დაკავებები სუსთან
სამართალდამცავების სრული მობილიზება თბილისში – მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. სუს-ის შენობასთან მოულოდნელად დაკავებების სერია დაიწყო. დაკავებულია 5 აქტივისტი მათ შორის, რომეო ფარულავა და ზვიად კუპრავა. პოლიციელებმა ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის დაკავებაც სცადეს, თუმცა მას დეპუტატის მანდატი იცავს. უდუმაშვილის თქმით, ისინი ხალხს ელოდებოდნენ, როცა პოლიციელებმა ადგილზე მოულოდნელად დაკავებები დაიწყეს. ვიდექით და ველოდებოდით ხალხის მოსვლას, […]
ნინო ლომჯარია – “გლდანის ციხეში პატიმრებმა მაგინეს”
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები ორგანიზებული და კოორდინირებული ყოფილიყო. როგორც ნინო ლომჯარია “ფორმულას” ეთერში განმარტავს, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის ციხეში ისე შევიდა, რომ მისი ამოცნობა რთული იყო, თუმცა პატიმრები მის გვარს სკანდირებდნენ. ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო […]










