„უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს“ – დაკავებები სუსთან

„უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს“ - დაკავებები სუსთანსამართალდამცავების სრული მობილიზება თბილისში –  მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. სუს-ის შენობასთან მოულოდნელად დაკავებების სერია დაიწყო. დაკავებულია 5 აქტივისტი მათ შორის, რომეო ფარულავა და ზვიად კუპრავა. პოლიციელებმა ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის დაკავებაც სცადეს, თუმცა მას დეპუტატის მანდატი იცავს. უდუმაშვილის თქმით, ისინი ხალხს ელოდებოდნენ, როცა პოლიციელებმა ადგილზე მოულოდნელად დაკავებები დაიწყეს.

ვიდექით და ველოდებოდით ხალხის მოსვლას, უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები. დავალება აქვთ მიცემული ეტყობა”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
თბილისის სამმართველოს უფროსის ვაჟა სირაძის განმარტებით, აქტივისტები სახელმწიფო შენობის ბლოკირების გამო დააკავეს.