სუს-თან აქციაზე მურმან დუმბაძე დააკავეს

სუს-თან აქციაზე მურმან დუმბაძე დააკავესსუს-თან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე დააკავეს. დუმბაძე იმ დროს აიყვანეს, როცა ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს გოგა მემანიშვილს ესაუბრებოდა. მემანიშვილის მტკიცებით, დუმბაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, ადგილზე დაკავებების სერია მოულოდნელად დაიწყო. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.