კატეგორია: პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები: “გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, […]

ელენე ხოშტარია – “ძალიან საშიში ვითარება შემექმნა და ამიტომ გადასხმა მივიღე”

ელენე ხოშტარია - "ძალიან საშიში ვითარება შემექმნა და ამიტომ გადასხმა მივიღე"

ანალიზებით რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მე თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ […]

სუს-თან აქციაზე მურმან დუმბაძე დააკავეს

მურმან დუმბაძე - "ეკა ბესელია შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს"

სუს-თან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე დააკავეს. დუმბაძე იმ დროს აიყვანეს, როცა ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს გოგა მემანიშვილს ესაუბრებოდა. მემანიშვილის მტკიცებით, დუმბაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა. შეგახსენებთ, ადგილზე დაკავებების სერია მოულოდნელად დაიწყო. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.

კუბილიუსი: „შესაძლოა, ქართველებს მოუწიოთ არჩევა – ან „ქართული ოცნება“, ან ევროკავშირი“

კუბილიუსი - "თუ "ოცნება" ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

მედია პროექტ სასაზღვრო ზონის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და დასავლეთში ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაში, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ქართველ ხალხს შესაძლოა დაუდგეს მომენტი, როცა მოუწევს არჩევანი გააკეთოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნასა და ევროკავშირში ინტეგრაციას შორის. „ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ […]

„უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს“ – დაკავებები სუსთან

„უცბად გავეშებული წამოვიდნენ და დაიწყეს“ - დაკავებები სუსთან

სამართალდამცავების სრული მობილიზება თბილისში –  მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. სუს-ის შენობასთან მოულოდნელად დაკავებების სერია დაიწყო. დაკავებულია 5 აქტივისტი მათ შორის, რომეო ფარულავა და ზვიად კუპრავა. პოლიციელებმა ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის დაკავებაც სცადეს, თუმცა მას დეპუტატის მანდატი იცავს. უდუმაშვილის თქმით, ისინი ხალხს ელოდებოდნენ, როცა პოლიციელებმა ადგილზე მოულოდნელად დაკავებები დაიწყეს. ვიდექით და ველოდებოდით ხალხის მოსვლას, […]

ნინო ლომჯარია – “გლდანის ციხეში პატიმრებმა მაგინეს”

ნინო ლომჯარია - "პროკურატურას ნიკა მელიას გამოშვება დღესვე შეუძლია"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები ორგანიზებული და კოორდინირებული ყოფილიყო. როგორც ნინო ლომჯარია “ფორმულას” ეთერში განმარტავს, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის ციხეში ისე შევიდა, რომ მისი ამოცნობა რთული იყო, თუმცა პატიმრები მის გვარს სკანდირებდნენ. ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო […]

ელენე ხოშტარია – “კობახიძის აბსურდულ განცხადებაზე მხოლოდ უნდა გავიცინო”

სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია, თავს სუსტად გრძნობს - ექიმი ელენე ხოშტარიაზე

კობახიძის აბსურდული განცხადება ჩემს მოწამვლაზე მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს – ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ჩემს ჯანმრთელობაზე არის “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კობახიძის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან აღნიშნა. როგორც ხოშტარია აცხადებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ აბსურდულ ინფორმაციას არ აყვეს და არ აღელდეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ცხოვრებას არ აპირებენ და ოპოზიცია გონივრულად მოქმედებს ბრძოლის […]

ირაკლი კობახიძე – “ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლას გეგმავს”

ირაკლი კობახიძე - "ოპოზიცია გაკოტრებულია და შიშველი ხელებით ქუჩაშია დარჩენილი"

გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. “ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მათ წყარომ მიაწოდა. კობახიძემ თქვა, რომ “ეს არის ოპოზიციის მხრიდან რადიკალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი” და ამის დასტურად მან სუს-ის განცხადებები მოიყვანა. “ჩიხშიშესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე​, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც […]

“პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორღობეში მოჭორავე არ უნდა იყოს” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღემდე ვერ პატიობს მიხეილ სააკაშვილს იმ პერიოდს,  როდესაც ის ოპოზიციაში იყო, სააკაშვილი კი – პრეზიდენტი. – სამწუხაროდ, ის ვერ ამაღლდა შურისძიებასა თუ სხვა ქვენაგრძნობებზე. ნამდვილ დიდ პოლიტიკოსს პირველ რიგში დიდსულოვნება უნდა ახასიათებდეს. ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, მიმტევებელი უნდა იყოს. შურისძიების წყურვილი, ბოღმის გულში ჩადება, ძაღლის ნაკბენივით […]

უკრაინის საგარეო სამინისტრო – “მოვუწოდებთ საქართველოს სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში”

უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში საგარეო სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით, რის შესახებაც უკრაინულ მხარეს ნაკლები ინფორმაცია აქვს. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს უკავშირდება. „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო და გადაუდებელი […]