თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კომპანია „ნიკარემსტროის“ ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიკაციას გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.
“არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსულ კომპანიას „ნიკარემსტროი“ თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ორივე შემთხვევაში სატენდერო კომისიამ შპს “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა

