ქსენია სობჩაკი – “სოხუმისა და ცხინვალის სტატუსთან დაკავშირებით კომისია უნდა შეიქმნას”

ქსენია სობჩაკი - "სოხუმისა და ცხინვალის სტატუსთან დაკავშირებით კომისია უნდა შეიქმნას"რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი ნატოს მხრიდან რუსეთისთვის საფრთხეს ვერ ხედავს.

ამის შესახებ სობჩაკმა ვაშინგტონში ეროვნულ პრეს-კლუბში განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ ნატო ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენს“,-აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისი თქმით, რუსეთი “ევროპული სისტემის ნაწილია”, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ურთიერთქმედება ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებთან.

„ამერიკასა და ევროპასთან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რომელსაც ვაწყდებით. ეს ტერორიზმია, მიგრაციული საკითხი და ბევრი სხვა. ამ პრობლემებზე ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ“,-აღნიშნა სობჩაკმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ სობჩაკის პოზიციით „უკრაინისა და საქართველოს მისწარაფებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“. სობჩაკის თქმით, აღნიშნული „დამოუკიდებელი სახელმწიფოების მისწრაფებაა“.

მისი თქმით, „რუსეთმა ამ მხრივ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს“.

ქსენია სობჩაკი გამოვიდა ინიციატივით, „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას“. მისი თქმით, “სამუშაოს დასრულების შემდეგ ამ მნიშვნელოვანი და რთული პრობლემის მოგვარებისთვის რაღაცა გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი“.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.

პირველი