კატეგორია: პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – “კობახიძის აბსურდულ განცხადებაზე მხოლოდ უნდა გავიცინო”

სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია, თავს სუსტად გრძნობს - ექიმი ელენე ხოშტარიაზე

კობახიძის აბსურდული განცხადება ჩემს მოწამვლაზე მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს – ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ჩემს ჯანმრთელობაზე არის “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კობახიძის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან აღნიშნა. როგორც ხოშტარია აცხადებს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ აბსურდულ ინფორმაციას არ აყვეს და არ აღელდეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ცხოვრებას არ აპირებენ და ოპოზიცია გონივრულად მოქმედებს ბრძოლის […]

ირაკლი კობახიძე – “ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლას გეგმავს”

ირაკლი კობახიძე - "ოპოზიცია გაკოტრებულია და შიშველი ხელებით ქუჩაშია დარჩენილი"

გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. “ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მათ წყარომ მიაწოდა. კობახიძემ თქვა, რომ “ეს არის ოპოზიციის მხრიდან რადიკალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი” და ამის დასტურად მან სუს-ის განცხადებები მოიყვანა. “ჩიხშიშესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე​, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც […]

“პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორღობეში მოჭორავე არ უნდა იყოს” – სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღემდე ვერ პატიობს მიხეილ სააკაშვილს იმ პერიოდს,  როდესაც ის ოპოზიციაში იყო, სააკაშვილი კი – პრეზიდენტი. – სამწუხაროდ, ის ვერ ამაღლდა შურისძიებასა თუ სხვა ქვენაგრძნობებზე. ნამდვილ დიდ პოლიტიკოსს პირველ რიგში დიდსულოვნება უნდა ახასიათებდეს. ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, მიმტევებელი უნდა იყოს. შურისძიების წყურვილი, ბოღმის გულში ჩადება, ძაღლის ნაკბენივით […]

უკრაინის საგარეო სამინისტრო – “მოვუწოდებთ საქართველოს სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში”

უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში საგარეო სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით, რის შესახებაც უკრაინულ მხარეს ნაკლები ინფორმაცია აქვს. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს უკავშირდება. „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო და გადაუდებელი […]

სააკაშვილი გლდანის N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სააკაშვილი გლდანის N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სააკაშვილი გლდანის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი: “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.”

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ?

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ?

ერთ-ერთი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ამ დროისათვის სამხედრო ჰოსპიტალში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მესამე პრეზიდენტი ვერტმფრენით მათთან გადაიყვანეს, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ქალაქში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაციაა. რუსთავის ციხესთან სამხედრო ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სავარაუდოდ მესამე პრეზიდენტი ამ ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა სად, უცნობია. მთავარი

ღარიბაშვილი – “წალენჯიხის მერს წარმატებას ვუსურვებ”

ღარიბაშვილი - "გუშინდელ აქციაზე იყო ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო გზავნილები"

მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო -ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო. „მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ […]

გია გაჩეჩილაძე – “7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს”

გია გაჩეჩილაძე - "7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს"

ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“ განაცხადა. მისი თქმით, კარგია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, კობა დავითაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ღირსების ორდენი გადაეცა. „მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ […]

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ექიმის განცხადებით, შიმშილობის ფონზე, ელენე ხოშტარიას თავბრუსხვევა და სისუსტე აღენიშნებოდა. მისი ინფორმაციით, ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. „უკვე მეხუთე დღეა, რაც ელენე შიმშილობს. შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობლად არის დასუსტებული. ბუნებრივია, ეს მას ეტყობა. ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, ალბათ, სისუსტე კიდევ უფრო მოიმატებს და შეიძლება […]

სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის […]