სააკაშვილი გლდანის N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სააკაშვილი გლდანის N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანესსააკაშვილი გლდანის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი:

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.”