რუსთავის ციხესთან მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავის ციხესთან მამაკაცი გარდაიცვალარუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ერთი მამაკაცი შეუძლოდ გახდა.

მოგვიანებით მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას ადგილზე უწევდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.