„მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშილის შიმშილობასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. კობახიძე დარწმუნებულია, რომ სააკაშილის შიმშილობა „იმიტირებულია“. კითხვაზე, საიდან აქვს სააკაშვილს ციხეში ლიმონათი, კობახიძე ამბობს, რომ „ყიდულობს“. „დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ […]
კატეგორია: პოლიტიკა
რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი შეიყვანეს
რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი “მობილმედიც” იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება სპეცრაზმის ციხეში შესვლა, თუმცა სუს-მა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ “გზების ბლოკირება და უკონტროლო სიტუაციის შექმნა”. გარდა ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი […]
“ჩემს თავს გაფიცებ, კოტეს ხმა არ მისცე” – მერაბ ჭანუყვაძე ამომრჩეველს
ოზურგეთის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე შემოქმედის ნომერ 60/45 -ე უბანზე იმყოფება. როგორც “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები, ჭამუყვძეც აქტიურდაა ჩართული ამომრჩევლების გადაადგილების კონტროლში. მერაბ ჭანუყვაძე ამ სოფლის მკვიდრია და მისი მიზანი “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებაა. როგორც ჩანს “ქართული ოცნების ” წარმომდგენლები მუქარისა და მოსყიდვის პარალელურად, დაფიცებითაც ცდილობენ ხმების მოპოვებას. ერთ-ერთი თვითმხილველი შეესწრო ფაქტს, როგორ მივიდა ჭანუყვაძე ამომრჩეველ […]
„ჩვენი პარტია “ლელოსთან” ითანამშრომლებს“ – გიორგი გახარია
გახარიამ ჟურნალისტებთან თავისი პარტიის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით გაერთიანებას არავისთან გეგმავს, თუმცა პარტია “ლელოსთან” ითანამშრომლებს: „პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ, დღეის მონაცემებით, კოალიცია არავისთან გვექნება. დღეს, პირველი 9 და მეორე 9 წლის შემდგომ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორ ცუდს შორის ვირჩევთ და მათ ეს არ ერიდებათ. მათი კამპანიის […]
ზუგდიდის მე-20 უბანზე გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს
ზუგდიდში მე-20 უბანზე დამკვირვებლები, გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. მანამდე ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. როგორც მუმლაძე აცხადებდა, მას რამდენიმე ადამიანი მიუვარდა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო, რომ იგი არ იყო ზუგდიდელი და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. მუმლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდა ირაკლი ჩიქოვანისგან, რომელიც უბანთან ინციდენტის შემდეგ მივიდა. […]
“კალაძე არჩევნების შემდეგ შეიძლება გახარიას გზით წავიდეს” – გია ნოდია
პოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კალაძის გეგმებზე საუბრობს. – სასწორზე ვისი თამასაც ყველაზე მეტად დევს, ის ყველაზე მოზომილია „ოცნების“ ლიდერებს შორის. ვგულისხმობ კალაძეს. რითი აიხსნება ეს? – მთელი საარჩევნო კამპანია ასე იყო და, სულ მცირე, ბოლო 1 წელია, ასეა. არ ვიცი. კალაძეს, როგორც ჩანს, აქვს დამოუკიდებელი გეგმები. თუ სხვები არიან ივანიშვილის მსახურები, თუ შეიძლება […]
გიორგი ბარამიძე – “სააკაშვილს ციხიდან მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით გამოვიყვანთ”
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია: – ის ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე გვაჩვენებს, რას ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვა, რას ნიშნავს პირადი მაგალითის მიცემა, რომ კრიტიკულ მომენტში სამშობლოსთვის თავი გადადო. მან ყველა სტერეოტიპი დაარღვია, რომლებიც კი დამკვიდრებულია და, პრინციპში, საფუძვლიანადაც, როცა პოლიტიკოსების უმეტესობა ასე იქცევა, რომ პოლიტიკოსის სიტყვას […]
სოსო ცინცაძე – “ოცნების” სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს კარგად ჰქონდა გათვლილი ყველაფერი, როდესაც შიმშილობას იწყებდა: – ის მზად არის ბოლომდე იბრძოლოს. ახლა, ხელისუფლებისთვის ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა, შესუსტდეს პირადი დამოკიდებულება, პირადი ბოღმა და გადასცენ უკრაინას. ამით სახესაც შეინარჩუნებდნენ და მეტიც, შესაძლებელია პოლიტიკურადაც გაანეიტრალონ სააკაშვილი. მერე უკვე სააკაშვილის კარგა ხანს უკან დაბრუნება გამორიცხული იქნებოდა. ორივე […]
ღარიბაშვილი – “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”
კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში საჭირო დროს გლდანის საავადმყოფოში იქნება გადაყვანილი. “მისი სპექტაკლები და შოუ რაც მან შიმშილობასთან […]
“ოცნებას” ზუგდიდში წაგების განსაკუთრებით ეშინია” – ნიკა ჩიტაძე
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაა, “ოცნებაში” ვიღაცას სურდეს სააკაშვილის ლიკვიდაცია. – შესაძლოა ვიღაცას არ სურდეს, რადგან მღელვარებას უფრთხის. ფაქტია, რომ საფუძველი ორივე მხარეს აქვს, მაგრამ ოპოზიციის არგუმენტი უფრო დამაჯერებელია, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება და უმჯობესია მან მკურნალობა ციხის ტერიტორიის გარეთ გაიაროს. – აქციების ნოემბერი გველოდება? – შესაძლებელია. იმიტომ, რომ […]










