გიორგი ბარამიძე – “სააკაშვილს ციხიდან მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით გამოვიყვანთ”

გიორგი ბარამიძე - "სააკაშვილს ციხიდან მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით გამოვიყვანთ"„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია:

– ის ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე გვაჩვენებს, რას ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვა, რას ნიშნავს პირადი მაგალითის მიცემა, რომ კრიტიკულ მომენტში სამშობლოსთვის თავი გადადო. მან ყველა სტერეოტიპი დაარღვია, რომლებიც კი დამკვიდრებულია და, პრინციპში, საფუძვლიანადაც, როცა პოლიტიკოსების უმეტესობა ასე იქცევა, რომ პოლიტიკოსის სიტყვას ფასი არ აქვს და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ.

ეს ყველაფერი დაანგრია თავისი გმირული და ვაჟკაცური ნაბიჯით, თან იმ ფონზე, როცა მთელი ეს წლები ლანძღავდნენ, მშიშარასა და მატყუარას ეძახდნენ და, რა ვიცი, კიდევ რას აღარ.

კაცმა იმ გაბადრული სახით, ღიმილით, როდესაც ციხეში მიჰყავდათ, ეს ყველაფერი დაანგრია. ჩემმა მეგობარმა, ძმაკაცმა, ლიდერმა, პრეზიდენტმა აჩვენა, რომ პოლიტიკოსის სიტყვას ფასი აქვს და შეუძლებელია, ამ ადამიანს ნორმალური ხალხი გვერდში არ დაუდგეს. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და არაძალადობრივი მეთოდებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ციხიდან გამოვიდეს.

რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა გზას გამოვიყენებთ მშვიდობიანი და არაძალადობრივი ბრძოლით.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა