ენერგეტიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია, მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. იგი 2008-2012 წლებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლიდან კი რიგითი მოადგილეების სიაში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ხმალაძემაც დატოვა, რომელიც ყოფილი მინისტრის კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს, რაც შეეხება მარიამ ვალიშვილს, ის საქმიანობას სავარაუდოდ კერძო სექტორში გააგრძელებს.
დღევანდელი მდგომარეობით ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ორი მოადგილე ჰყავს, რომეო მიქაუტაძე, რომელიც 2013-2017 წლებში სს „გეს საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა და თორნიკე რიჟვაძე რომელიც მოადგილის პოსტზე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა.
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის კიდევ ერთი ახალი მოადგილე სავარაუდოდ, USAID-ის პროექტებში ენერგეტიკისა და წყლის კომპონენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი იქნება.

