– არის პოლიტიკური დევნა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი, რომ არ შევავიწროვოთ ხალხი იმის გამო, რომ მათ სხვა პოლიტიკური მიმართულება ჰქონდათ. პოლიტიკური დევნა რომ არ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა “შაბათის კურიერთან” ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა. პიანისტმა ინსტიტუციების განვითარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. – იმედი მაქვს, რომ […]
კატეგორია: პოლიტიკა
კვირიკაშვილი თუ ჯანელიძე – „ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატებს ეძებს
მომავალ შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. მმართველი პარტიიდან ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მსჯელობა ლიდერებმა „ქართლი ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე უკვე დაიწყეს. „კურიერის“ ინფორმაციით, საუბარი ორ კანდიდატზე, ქვეყნის პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეზე მიმდინარეობს. მმართველ გუნდში კონსულტაციების დაწყებას ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ თვლიან, რომ ორივე კანდიდატურა მისაღებია. ახალი […]
გოჩა კურდღელია, ლევან კუპრეიშვილი, გელა ხოშტარია – „ოცნებამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა. შეკრებას პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, სხვა ლიდერებიც ესწრებიან. კანდიდატთა უმრავლესობა მოქმედი გამგებელია. მათგან მხოლოდ სამია ახალი სახე – ფოთის მერობის კანდიდატი, ბიზნესმენი გოჩა კურდღელია, სენაკის მერობის კანდიდატი ლევან კუპრეიშვილი. აბაშის მერობისთვის კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ხოშტარია იბრძოლებს. მმართველი […]
ზუგდიდში მოსწავლეებს “ქართული ოცნების” მაისურები ჩააცვეს – “წამოსვლა სკოლის დირექტორმა გვთხოვა”
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისთვის მზადება დაწყებულია. მიკროავტობუსებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ცენტრალურ მოედანზე შეკრება ნელ-ნელა მიმდინარეობს. სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა შორის მრავლად არიან სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც „ოდიშინიუსთან“ ამბობენ, რომ დღევანდელ შეკრებაზე წამოსვლა მათ სკოლის დირექტორმა თხოვა. მოსწავლეებს აცვიათ ლურჯი მაისურები 41 ნომრით. წყარო: “ოდიშინიუსი”
კალაძე-ივანიშვილის საეჭვო საბანკო გარიგებები – ვინ არის ილია გავრილოვი და რატომ თქვა უარი ,,ჰუალინგმა“ ,,პროგრეს ბანკის“ ყიდვაზე
ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძეს დანაშაულებრივ და კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ოთარ სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისა და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული “პროგრეს ბანკის” “თიბისი ბანკისთვის” მიყიდვა საეჭვო ვითარებაში მოხდა. ენმ-ს ინფორმაციით, ბანკში არსებული წილი კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს, ილია გავრილოვს დაუთმო, რომელიც ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ოპოზიციური პარტიის […]
ფოთის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ოცნება“ დატოვა და ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიას, უჩივის
ფოთის საკრებულოს წევრმა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დატოვების შესახებ განაცხადა. ის ქალაქის მერ ირაკლი კაკულიას ადანაშაულებს სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების და გამოწვევების გადაუჭრელობაში. კორუმპირებულობა, ცალკეული ბიზნეს კომპანიების ლობირება, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა, პარალელურად კი მოსახლეობის საჭიროებების უგულვებელყოფა – ეს ის პრეტენზიებია, რაც მაია ჩხარტიშვილს ფოთის მოქმედი მერის მიმართ აქვს. ამბობს, რომ […]
ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა.
ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, 12-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში დეფაქტო უწყების პრეზიდენტი გენადი გაგულია გერმანიაში იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა ბერლინის ფეშენებელურ საქმიან რაიონში გაიხსნა, რომელსაც გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მატსკე ხელმძღვანელობს. სააგენტოს ინფორმაციით, „წარმომადგენლობის“ გახსნას გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. პრეზენტაციას გერმანიის […]
ნარმანია სემეკში მიდის და ირინა მილორავას ადგილს უმიზნებს
დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობიდან, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) გადაინაცვლოს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარმანიას სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სწორედ მისი სემეკის წევრად არჩევის საკითხი განიხილება. არაოფიციალური ინფორმაციით, ნარმანია საბოლოოდ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრება, თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ირინა მილორავას, რომელიც 6-წლიანი უფლებამოსილების […]
ნინო ბოლქვაძე – “პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ”
„რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი ნინო ბოლქვაძე თვლის, რომ პოლიტიკაში ლგბტ თემის წარმომადგენლები უნდა გამოჩდნენ. ბოლქვაძის თქმით, ისინი უკეთ შეძლებენ ამ თემის წინაშე არსებული პრობლემების წარმოჩენასა და მოგვარებას. – საჭიროა, რომ პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან ის საკითხები და პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ისინი […]
რესპუბლიკელები ლესბოსელ ნინო ბოლქვაძეს თბილისის საკრებულოს არჩევნებში წარადგენენ
„რესპუბლიკური პარტია” თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულს დღეს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად იბრძოლებს ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე. გავრცელებული ცნობით, ბოლქვაძე “რესპუბლიკელების” სიის ათეულშია. ნინო ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურად არის ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში.









