– ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რათა წარმოედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა – საქართველო, რომელსაც, პრემიერის თქმით, მეღვინეობის 8.000-წლიანი ისტორია აქვს. – ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: “ქართული მარში სასიკვდილო შიმშილობას იწყებს”
რატომ მიუცვივდნენ კახა კალაძეს, ვინ მართავს რეალურად “ქართულ ოცნებას”, რატომ არ აინტერესებთ არჩევნები, რა შემთხვევაში მოითხოვენ მთავრობის გადადგომას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მარშმა მორიგი აქცია გამართა. კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა თქვენი დაკავება. ნაციონალების ოფისებთან გამართულ აქციაზეც თქვენ გიჭერდნენ და რა […]
ირაკლი მექვაბიშვილი – “გენერალურ აუდიტორობაში გაცილებით ნაკლები ხელფასი მექნება, ვიდრე ევრობანკში მქონდა”
– ჩემი ანაზღაურება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე გენერალური აუდიტორის პოსტზე იქნება, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ენძელა მაჭავარიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, სიმართლეს შეესაბამება თუ არა პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი მექვაბიშვილის ანაზღაურება კერძო სექტორში კოლოსალურად აღემატებოდა იმ ხელფასს, რომელსაც ის საჯარო […]
სააკაშვილი საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ლვოვში ბრუნდება
მიხეილ სააკაშვილმა ჩერნოვციში ვიზიტი შეწყვიტა და ლვოვში ბრუნდება. მიზეზი მისი თანაგუნდელის, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე გახდა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს საზღვრის უკანონოდ-ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან. საქმე ერთდროულად სისხლის სამართლის 3 მუხლით არის აღძრული. მათ შორის არის სახელმწიფო საზღვრზე პირების უკანონოდ გადაყვანა, სამართალდამდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფური არეულობის მოწყობა.
”უკრაინაში, ჩერნივცის მახლობლად პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერეს”
უკრაინის ქალაქ ჩერნივცის მახლობლად პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. ამის შესახებ ტელეარხი ТСН იუწყება. მათივე ინფორმაციით, სააკაშვილის ”ჯიპი” ორი ავტომობილის თანხლებით ქალაქგარეთ მდებარე კომპლექსიდან გამოვიდა და ჩერნივცის მიმართულებით წავიდა. მაგისტრალზე ავტომობილები 150 კილომეტრი საათში სიჩქარით მიდიოდნენ. პოლიციის პატრულმა კორტეჟი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და გასწრების წესების დარღვევის გამო გააჩერა, თუმცა […]
დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა
დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. „მე ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, გაიმარჯვებს პეტრიაშვილი. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა არ ერევა პროფკავშირების საქმიანობაში“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
ემზარ კვიციანი: “პარტიულ სიაში ნახევარი თუ ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის”
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე ვალდებულება არ უნდა იყოს. კვიციანის განცხადებით, საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ. – ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და […]
ლევან იზორია – “აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ როგორც საფრთხეს”
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წვრთნებს ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს. – ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს არის მორიგი […]
რატომ გაუშვა “ქართუ ჯგუფმა” კოტე შარაშენიძე – “ჩვენ მას მხარს არ ვუჭერთ”
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კვლავ მოქმედი მერი, ბეგლარ სიორიძე იქნება. მმართველი პარტია მას უკვე მეორედ უცხადებს ნდობას. საკუთარ თავს ნდობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძეც, რომელმაც კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატად გადაწყვიტა. ოზურგეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო და გურულებისთვის ჩვეული აქტიური პოლიტიკური ცხოვრება უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. კოტე შარაშენიძე მთელს გურიაში ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია და […]
“ოცნების” შემოწირულობამ 2 თვეში 7 მილიონს გადააჭარბა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და სამოქალაქო სექტორს პოლიტიკური პარტიების ფინანსების და შემოწირულობების მონიტორინგის შედეგები გაააცნო. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, “ქართული ოცნების” შემოწირულობამ 7.343.000 […]










