ნინო ბოლქვაძე – “პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ”

ნინო ბოლქვაძე - "პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ"„რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი ნინო ბოლქვაძე თვლის, რომ პოლიტიკაში ლგბტ თემის წარმომადგენლები უნდა გამოჩდნენ.

ბოლქვაძის თქმით, ისინი უკეთ შეძლებენ ამ თემის წინაშე არსებული პრობლემების წარმოჩენასა და მოგვარებას.

– საჭიროა, რომ პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან ის საკითხები და პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ისინი შეძლებენ ამ პრობლემების წარმოჩენასა და ადვოკატირებას იმ დონეზე, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები.

ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველას უსაფრთხოებას ეხება, რადგან რომელიმე ნიშნით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა გულისხმობს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის უფლებები იქნება დარღვეული, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

ნიუპოსტი