ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა.

ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა.ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, 12-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში დეფაქტო უწყების პრეზიდენტი გენადი გაგულია გერმანიაში იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა ბერლინის ფეშენებელურ საქმიან რაიონში გაიხსნა, რომელსაც გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მატსკე ხელმძღვანელობს.
სააგენტოს ინფორმაციით, „წარმომადგენლობის“ გახსნას გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. პრეზენტაციას გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ბუნდესტაგის დეპუტატები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

ინტერპრესნიუსი