ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს. სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ამერიკული ტანკები უკვე საქართველოშია
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ახალია ამბების სააგენტო “პირველს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა. აშშ-ის საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკას ფოთის პორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების […]
გიორგი ჭიღვარია, არჩილ გოგსაძე, ალექსანდრე გოგორიშვილი – “ქართულმა ოცნებამ” იმერეთში მერობის კანდიდატები წარადგინა
გუშინ ‘ქართულმა ოცნებამ” იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინა. წარდგენა ბალახვანში ასსაფეხურიან კიბესთან მოხდა. იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან: ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია ბაღდათი – არჩილ გოგსაძე ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი ტყიბული – თემურ ჩუბინიძე წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი ჭიათურა – […]
კახა ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა
დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ განაცხადა. მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დავით სააკაშვილი მიიყვანეს. – კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული ან იყენებენ თუ არა დავით სააკაშვილის მიმართ იძულების ელემენტებს, საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც […]
ცესკო რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის
ცენტრალური საარჩევნო კომისია ,,კურიერის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება გუშინ 9 საათიან კურიერში გასულ სიუჟეტს. როგორც გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო მოყვანილი ფაქტების საჯარო უარყოფას ითხოვს. მისი თქმით, ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით სიუჟეტში გასული მასალა შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. – სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს […]
დავით სააკაშვილს უკრაინიდან აძევებენ
უკრაინის შს სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. – ჩვენ არ დაგვიკავებია დავით სააკაშვილი. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში, – განაცხადა უკრაინის შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ. მისი თქმით, დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან მისი ბინადრობის უფლება მიმდინარე წლის მარტში გაუქმებულია, მანამდე […]
კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს
დღეს დილით კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს. “დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ” – დაწერა ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილმა. „როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე […]
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის 8 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის რვა მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს […]
ბუკიკიომ ”ქართული ოცნება” გააკრიტიკა – ”პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება იმედგაცრუებას იწვევს”
– პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს, – ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მთავარი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს არსებული პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო დემოკრატიაში ტრანსფორმირებას. – ამა წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი, მათ შორის გამოცხადებული […]









