გუშინ ‘ქართულმა ოცნებამ” იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინა. წარდგენა ბალახვანში ასსაფეხურიან კიბესთან მოხდა.
იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან:
ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია
ბაღდათი – არჩილ გოგსაძე
ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე
სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია
საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი
ტყიბული – თემურ ჩუბინიძე
წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი
ჭიათურა – პაატა ნადირაძე
ხარაგაული – ნიკოლოზ თოფურიძე
ხონი – ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი – კახაბერ მახათაძე
ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები 25 აგვისტოს უნდა დაესახელებინათ, თუმცა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო წარდგენა გადაიდო.
ნიუპოსტი

