კატეგორია: პოლიტიკა

ელისაშვილმა ცესკოში 20.000 ხელმოწერა წარადგინა – ”თავიდან ცოტა შემეშინდა”

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანაგუნდელებთან ერთად 19.576 ხელმოწერა წარადგინა. – როდესაც ცოტა ხნის წინ განგვიცხადეს, რომ ერთ კვირაში 10.000 ხელმოწერა უნდა შეგვეგროვებინა, გულწრფელად და გულახდილად გეტყვით, რომ დავიძაბე და შემეშინდა, ასეთი მარტივი ბიუროკრატიული მცდელობის და ღია ხრიკის გამო შესაძლოა არჩევნების მიღმა აღმოვჩენილიყავით და ჩვენი მოძრაობა, ბრძოლა შესაძლოა ამ მარტივი, ელემენტარული […]

“ირაკლი კობახიძეს აუკრეს პირი და სისტემის რიგით მონად გახადეს” – სოსო ცისკარიშვილი დამფრთხალ “ოცნებას” დასცინის

ჩვენს სახელმწიფოს აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ბოდიში მოვუხადოთ ევროპას და დავადგეთ ისეთ გზას, რომელზეც არ გვეტყვიან, რომ ”მურა შინ არ ვარგოდა, გარეთ, გარბოდაო”. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა უმრავლესობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დამტკიცებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” დაფრთხა. – დაფრთხა ჩვენი ”ოცნება”. მიხვდა, […]

ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში ჩამოვიდნენ – სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 იწყება

დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დახვდა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სწავლების რაიონისაკენ გაემგზავრნენ. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 წინა წლებთნ შედარებით […]

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და “პატრიოტთა ალიანსში” გადადის

ვაგავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობას ტოვებს და შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ ის პოსტზე აღარ დაბრუნდება. დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩაჩანიძე ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და ამ გადაწყვეტილებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩაჩანიძე “პატრიოტთა ალიანსს” უერთდება და თვითმმართველობის არჩევნებზე მათი გუნდის სახელით, ბორჯომის მერობის პოსტზე იყრის კენჭს. ზაზა ჩაჩანიძე […]

სანდრო ბრეგაძე: “ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ მარშთან საერთო არაფერი აქვს”

“ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს. – ბატონო სანდრო, თქვენ უკვე არაერთხელ განაცხადეთ, რომ სექტემბრიდან სერიოზულ აქციებს იწყებთ. ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თქვენ უკან ირაკლი ღარიბაშვილი და კახელების კლანი დგას და რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავთ. – ამ სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ! ვის რა მოლანდებები აქვს, ვინ […]

ჯელალ ქიქავა: “თოფით ვარ შეიარაღებული და, მუხრან ვახტანგაძე თუ მომიახლოვდება, ვესვრი”

“ოცნების” დეპუტატი მერობის კანდიდატს მოკვლით ემუქრება” “ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე ახალ სკანდალში გაეხვია. მას ბათუმის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ჯელალ ქიქავა მუქარაში ადანაშაულებს. მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი მან უკვე გადასცა შსს-სა და პროკურატურას. აღსანიშნავია, რომ მუხრან ვახტანგაძის მიმართ პრეტენზიები სხვებსაც აქვთ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა მურმან დუმბაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ განაცხადა, რომ ვახტანგაძე ჯერ […]

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დეპუტატობის კანდიდატია

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სავარაუდოდ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია. არ არის გამორიცხული ის „ქართული ოცნების“ სიაში მეორე ნომრად ვიხილოთ. ამის შესახებ „ქუთაისი თუდეის“ პარტიის საარჩევნო შტაბში უთხრეს. თავად ლიკლიკაძე ამ ფაქტს არ ადასტურებს. – ეს კეთილი და უწყინარი ჭორია, რომელიც მეც გავიგე. ერთი თვეა მეუბნებიან სამსახურშიც, სახლშიც და ქუჩაშიც. ცხადია ეს სიმართლე არ არის. ვერ შეველევი […]

“თავს გაგიცხრილავ…. “- ბათუმის ლეიბორისტი ჯელალ ქიქავა დეპუტატ მუხრან ვახტანგაძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს

ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ჯელალ ქიქავა აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გამო, მას მმართველი პოლირიკური პარტიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და დაემუქრა. ქიქავა დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. – 12 საათისთვის შემეხმიანა და განმიცხადა, რომ ის არის […]

ლევან ბერძენიშვილი: მინდია ჯანელიძე რუსეთის აგენტია

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისების საბჭოს სტრუქტურის განახლებაზე და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანობის ამაღლებაზე იმსჯელა. ამ განცხადებას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მან კრიზისების მართვის საბჭო “სახელმწიფოს ტანზე არსებულ წურბელას” შეადარა. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. – პრემიერმინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცვლილებები სწორად განხორციელდება იმიტომ, […]

კვირიკაშვილმა ქუმსიშვილს სტიქიის ზონებში მომუშავე პირებისთვის პრემიების გაცემა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა უმოკლეს დროში მოხდეს იმ ადამიანებისთვის პრემიების გაცემა, რომლებიც სტიქიის ზონებში მუშაობდნენ. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. – ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისკენ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ […]