– საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რომლებიც ვენეციის კომისიის მხრიდან მომდინარეობს. – ვენეციის კომისია არის ის ინსტიტუცია, რომელიც მიუკერძოებლად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სთავაზობს მთავრობებს თავიანთ შეფასებებსა და […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს
თბილისის მერობის კანდიდატებს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა. „ახალი ერთობა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატატ გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით. 2003-2004წწ. ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი […]
დავით აქუბარდია თბილისის მერობის კანდიდატი?!
,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში შესაძლოა, ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით აქუბარდიაც ჩაერთოს. გავრცელებული ინფორმაციით აქუბერდიას კანდიდატად ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ წარადგენს. კომენტარისთვის ,,პირველი რადიო“ დავით აქუბარდიას დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაციას ,,გაზვიადებული ჭორი უწოდა“, რაც შეეხება ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანს მან ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. – ჩვენ ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება […]
მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში მის დაბრუნებამდე პროვოკაციებს ამზადებს. – ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება თუ მომდევნო დღეებში „ფე-ეს-ბეს“ აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება […]
ლეიბორისტები ქუჩაში აქციებს იწყებენ – “ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია”
ვისთან ერთად აპირებენ ლეიბორისტები ქუჩაში გამოსვლას, რა პრობლემებს ელოდება ხელისუფლებას დასავლეთიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. ბეჟან ნათელაშვილი: – ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა საბოლოოდ მოკვდა. როცა პოლიტიკა კვდება, პროცესები ქუჩაში ინაცვლებს. ამიტომაც მოუწოდა ჩვენი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას ერთობლივი ქუჩის აქციებისკენ. ეს არ […]
“ამცახარა” და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
აფხაზეთში არსებული ორგანიზაციის “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი რუსლან ლაკერბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობს. – ბატონო ჯემალ, რუსლან ლაკერბა ქართველებთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. არის ეს დადებითი მომენტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის? – დადებითი მომენტი ნამდვილად არის, თუნდაც იმიტომ, რომ […]
სოსო შატბერაშვილი: “შეთანხმება ნაციონალებმა ჩაშალეს”
მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ვერ შედგა შეთანხმება კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლებიც არჩევნებს ეხება. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილს. სოსო შატბერაშვილი: – ხელისუფლებასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის კონსენსუსი მიღწეული არ არის. ისევ ვერ იცვლება საარჩევნო სისტემა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე მოქმედი შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული წესით გაიმართება. მაჟორიტარულ […]
მღებრიშვილი – ”სოფელ ართანასთან ხვალ, დილის 6 საათიდან, ხანძარს 400 თანამშრომელი ჩააქრობს”
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ხვალ, 06:00 საათიდან მობილიზებული იქნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. ამ დროისთვის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეჩერებულია. – დილის 06:00 საათიდან ადგილზე იქნება მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი. სიტუაცია რთულია, რელიეფი ძალიან რთულია. […]
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობას აპირებს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც “ინტერპრესნიუსს” ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ზვიად სიჭინავამ შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელმოწერები გუშინ წარადგინა. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტაცია წესრიგშია და დღეს ან ხვალ სავარაუდოდ გამოცემული იქნება განკარგულება რეგისტრაციის შესახებ. თავად ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ზუგდიდელებს მიმართავს. “გადაწყვეტილება, რომელიც […]
„ქართულმა ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში – ემზარ საბანაძე, ცაგერში – ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში – ბადრი ლიპარტელიანი. მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის […]










