კატეგორია: პოლიტიკა

არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გააკეთა. – ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს დედაქალაქის მერობის კანდიდატად პირველ ივლისს წარადგენს

„ქართული ოცნება“ საკუთარი მერობის კანდიდატის წარდგენას პირველ ივლისს გეგმავს. როგორც ცნობილია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იქნება. გია ვოლსკის განცხადებით, შაბათს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და კახა კალაძეს კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ. – მე ვფიქრობ , რომ მეორე ტური არ შედგება და “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს. კახა კალაძემ საკმაოდ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა. მთავარი […]

“ნიკა მელიას პარლამენტიდან წასვლა ნიკა რურუამ აიძულა”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტიდან მიდის. ამ გადაწყვეტილების შესახებ მელიამ ჟურნალისტებს თავად აცნობა. დეპუტატი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში პარლამენტში მუშაობა უინტერესოა. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი თბილისის საკრებულო იქნება. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას. – მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ხაზი გადის იმ ქალაქში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი […]

ირაკლი შოთაძე – “არ ვიცი, ირაკლი მამალაძემ ითხოვა თუ არა თავშესაფარი უცხოეთში”

– ირაკლი მამალაძე არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე და მისი უფლებაა, დატოვოს საქართველო. ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. მან გვაცნობა ქვეყნის დატოვების შესახებ. ეს მისი პირადი საქმეა. არ ვიცი, ითხოვს თუ არა თავშესაფარს სხვა ქვეყანაში. ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, მან ქვეყანა გარკვეული პერიოდით დატოვა, – ამბობს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. დეკანოზის საქმის […]

ირაკლი მამალაძე საქართველოდან გაიქცა – “არ გეტყვით, სად ვიმყოფები”

დეკანოზის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის განცხადებით, მან საქართველო დატოვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. – ქვეყანა დავტოვე. ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ განცხადებას, სად ვიმყოფები, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ. – ​შეუძლებელია, გაუძლო იმ წნეხს, ზეწოლას, რომელიც ჩემს მიმართ არის მომართული მედიასაშუალებების მხრიდან. საუბარი მაქვს „რუსთავი 2-ზე“ და იმ სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა ჩემს წინააღმდეგ. თითქოს […]

ზაალ უდუმაშვილი: „ვიბრძოლებ თბილისის გადასარჩენად“

მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, კანდიდატად წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან მივა ყველგან, სადაც ხალხია. – დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით სახლებში […]

ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა. მელიამ პარლამენტი დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. – შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ვიცით, რომ ამ ტაძრის ისტორიული ადგილიდან იწყება ის გამარჯვება, რომელიც ჩვენს სამშობლოს და სახელმწიფოს ასე სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს. […]

“ქართულ ოცნებაში” კლანების დაპირისპირება დაიწყო”

– „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაჭამეს ერთმანეთი. აქ სერიოზული კლანური დაპირისპირებაცაა. ოთარ ფარცხალაძის კლანი რომელიღაც კლანმა მთლიანად ჩააჩოჩა. სამსახურებიდან ის ხალხიც კი გაუშვეს, რომლებსაც ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ხელი ჰქონდათ ჩამორთმეული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რომ ერთ დღეს დაწერეს განცხადებები, შემთხვევითობა იყო? ეს იყო კლანური დაპირისპირების ერთი მაგალითი, რომელზეც კომენტარი არავინ […]

მერაბ ტაბიძე – თბილისის მერობის ახალი კანდიდატი

კალგარის „ქართველი“ შერიფი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს  თუ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა, მაშინ მერაბ ტაბიძე პირველი ქართული წარმომავლობის უცხოელი მოქალაქე იქნება, რომელიც 2017 წლის ოქტომბრისთვის დანიშნულ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. – ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე მივიღე 26 წლის განმავლობაში, როგორც კანადის მოქალაქემ, სასარგებლო […]

ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს ხვალ წარადგენს

ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს ხვალ წარადგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს, წარდგენა 12:00 საათზეა დაგეგმილი. უდუმაშვილის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.