– ირაკლი მამალაძე არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე და მისი უფლებაა, დატოვოს საქართველო. ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. მან გვაცნობა ქვეყნის დატოვების შესახებ. ეს მისი პირადი საქმეა. არ ვიცი, ითხოვს თუ არა თავშესაფარს სხვა ქვეყანაში. ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, მან ქვეყანა გარკვეული პერიოდით დატოვა, – ამბობს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
დეკანოზის საქმის მთავარმა მოწმემ საქართველო 25 ივნისს დატოვა.
პროკურატურის რეფორმის ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი რეგიონული კონფერენცია იმართება. შეხვედრის მთავარი თემებია უკანონოდ მოპოვებული ქონების მესაკუთრისთვის დაბრუნება და კიბერდანაშაული. კონფერენციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებიან.
imedinews.ge

