ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში სავარაუდოდ არ ჩაერთვება – ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარიამ გააკეთა. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი არ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გუნდს გვერდში დაუდგეს. – ალბათ, არ ჩაერთვება ის იმიტომ, რომ გასულია პოლიტიკიდან ამ შემთხვევაში და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან […]
კატეგორია: პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ”კალაძეს საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს… მადლობა მას ენერგეტიკის მინისტრობისთვის”
– მინდა მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში ეწეოდა და წარმატებები ვუსურვო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, როდესაც მან სიტყვა ვიცე პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს გადასცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს. – მინდა სიტყვა […]
ქვეყნებს, რომლებიც თავის მოქალაქეებს უკან არ იბრუნებენ, ევროკავშირი ვიზებს შეუზღუდავს
ევროკავშირის ქვეყნებმა პარასკევს მიიღეს გადაწყვეტილება შეზღუდონ ვიზების გაცემა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალად მყოფი მათი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ბრიუსელში გამართული 2-დღიანი შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ „გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის… სავიზო პოლიტიკის ცვლილებაც მესამე ქვეყნებისადმი.” ევროპელი დიპლომატების თქმით, სავიზო შეზღუდვა მიმართული იქნება […]
სუსი – “ილია ნიკოლაიშვილის განცხადება ცილისწამებაა”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილი მეუღლის ილია ნიკოლაიშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხობს. ილია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მხრინდა დაგეგმილმა პროვოკაციამ იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა. როგორც ,,ნიუპოსტს“ სუს-ში განუცხადეს, ეს განცხადება ცილისმწამებლურია. – ილია ნიკოლაიშვილი სუს-ში იმყოფებოდა დაკითხვაზე მოწმის სახით 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ მის მიმართ გამოძიებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია […]
ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სუს-ის წინააღმდეგ – “იგეგმებოდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილი მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს ის იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სუსი პროვოკაციას ამზადებდა: – მეგობრებო, ელიას ნიკოლსონმა არ დაგაბნიოთ, ილო ნიკოლაიშვილი ვარ და ამ სტატუსს ცუდი ამბის სათქმელად ვწერ! ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც იძულებული გავხდი საქართველო […]
მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინაში და საქართველოში ოლიგარქებთან გარიგებას არ ვაპირებ“
– არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც, მათ შორის, აქ წყდება საქართველოს ბედი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აქვს მოლაპარაკება ბიძინა ივანიშვილთა და „ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს“. – რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებინე. მერე პირდაპირ […]
“რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ივანიშვილი იხსნის”
– დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა. ყველაფერი კეთდება, რომ ხალხი ამაზე წავიდეს. ცხოვრება იმიტომ ხდება გაუსაძლისი, რომ ხალხის მღელვარება გამოიწვიონ. რუსული აგენტურა ამ მღელვარებას ხალხის მოწყობილ რევოლუციად გააფორმებს. ხელისუფლებაში მრავლად არიან მოღალატეები და ისინი რუსეთის დავალების შესრულებას შეეცდებიან. საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მათ რეგულარული არმიითაც დაეხმარება. მათი სამხედრო ბაზა თბილისთან ძალიან ახლოს, […]
„ბატონო ნუკრი, კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის”- კობახიძე- ქანთარიას კამათი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მუხლობრივად მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ სოციალური სახელმწიფოს თავში მოცულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. – ამ თავში ეროვნული ფასეულობები და ცნობიერება რომ ჩავამატოთ, რადგან ცნობიერება განათლებიდან უნდა მოვიდეს და შესაბამისი იყოს. კულტურა ძალიან ვრცელია და კულტურაში შედის, რომ აქ ვსხედვართ. იქნებ, დავაკონკრეტოთ და […]
გიგი უგულავა: „კვირიკაშვილს ჰგონია, რომ საწყობის გამგეა და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უსუსურს და სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ შემუშავებული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თავზე დაახია. – პრობლემა არა კვირიკაშვილის განცხადებაში, არამედ მის დამოკიდებულებაშია. მას ჰგონია, რომ არის რაღაცა საწყობის გამგე და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. წითელი ხაზი „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარ ხალხთან […]










