– საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი დაარღვია. მათ მოატყუეს ვენეციის კომისია… – აცხადებს თინა ხიდაშელი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს: – პროცესი გაჩერდეს იქ, სადაც არის და დავბრუნდეთ საწყის მდგომარეობაში იმიტომ, რომ უნდა დავამთავროთ, ქართულმა ოცნებამ უნდა მოახერხოს დაამთავროს ქვეყანაში ეს მახინჯი პარქტიკა, პარტიული კონსტიტუციების მიღების, – აცხადებს თინა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: საქართველო კრიზისშია
საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სტუმრობს. ოფიციალურ შეხვედრებზე პრეზიდენტთან, პრემიერთან, უმრავლესობასთან და ოპოზიციურ პარტიებთან განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. ბუკიკიო აღნიშნულის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამს: – მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ […]
რომან გოცირიძე: „ბუკიკიოს ჩვენთვის ერთი ჩაქუჩი არ დაურტყამს თავში“
– ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი იგავის სიტყვებით, რომელსაც ჰქვია ,,ენით დაკოდილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით, ეს კონსტიტუცია არის „მორალურად არალეგიტიმური“. – ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი იგავის სიტყვებით, რომელსაც ჰქვია ,,ენით დაკოდილი”. ბუკიკიოს, ერთი ჩაქუჩი არ დაურტყამს თავში, […]
პოროშენკო საქართველოში ჩამოდის, სააკაშვილი უკრაინიდან გარბის?
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაანონსებულ ვიზიტს საქართველოში წინ უძღოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გადმოსცემს. უკრაინის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ივლისში გაიმართება. საქართველოში ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სტრატეგიული თანამშრომლობის მიუხედავად, ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მჭიდრო ურთიერთობები ვერ დაამყარეს. ვიზიტი ახალ რეალობაში გაიმართება – რამდენიმე თვეა, სააკაშვილი აღარ არის პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრი. […]
კიბერშეტევა პარლამენტზე – დეპუტატებს შიდა ელფოსტაზე წვდომა არ აქვთ
კომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა. ვირუსის გამო დაიბლოკა პარლამენტარების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები. დეპუტატები რამდენიმე დღეა ელფოსტებს ვერ ამოწმებენ. ჰაკერული თავდასხმის გამო პარლამენტის შიდა ელექტრონული ფოსტა ვირუსისგან გაწმენდისა და თავდაცვის მიზნით გათიშეს, რის გამოც დეპუტატებს წერილებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ.
ჯანი ბუკიკიო დამწუხრებული და იმედგაცრუებულია
– ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის შეფასებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებულია, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი იმედის მომცემი იყო. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში თახმობა […]
ბუკიკიო – ”იმედგაცრუებული ვარ პროპორციული სისტემის გადავადებით”
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. – რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, – განაცხადა ბუკიკიომ. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა კონსენსუსის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. – შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სამუშაო ჩავატარეთ. მოვუწოდებ საქართველოს ყველა […]
უდუმაშვილი: „თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება“
– თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. – მე კონკურენტის შანსებს ნამდვილად ვერ შევაფასებ.თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი ბუნებრივია ხელისუფლების კანდიდატი იქნება, – აღნიშნა უდუმაშვილმა.
კალაძის ფეისბუქ-მხარდამჭერებს ,,ოცნება“ რეგიონებში რაზმავს – როგორ აძლევენ ხმას გამგეობებში
ტვ პირველზე გასულ ინტერაქტივში კალაძის გამარჯვებისთვის რეგიონებში გამგეობის თანამშრომლები ზრუნავენ. ფოტოებს, სადაც ,,ოცნების“ მხარდამჭერები ხმას კახა კალაძეს აძლევენ, ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს ,,ზუგდიდის გამგეობა ამ წუთებში. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ტვ პირველის ინტერაქტივში იძულებით მონაწილე გამგეობის თანამშრომლები. კალაძეზე “გადარეული” თბილისი არ შემიძლია“ – წერს ეკა ხერხეულიძე ფესიბუქის გვერდზე. ნიუპოსტი
ანზორ ჩუბინიძე: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია“
საბედნიეროდ, ბატონ ბიძინას არავითარი ჯანმრთელობის პრობლემა არ გააჩნია, იმყოფება კარგად. არის მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ „ინტეპრესნიუსს“ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვაზე, იმყოფება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი საქართველოშია და მას ქვეყანა არც […]










