– არ არსებობს სამშობლოს სადარაჯოზე დგომაზე მეტი პატივი, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე. – ვულოცავ მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და ყველა ჩვენს თანამემამულეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღლებულია ჩვენი ახალწვეულებისთვის, რომლებმაც ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს დედა აგინეს“
რა ხდება „ოცნების“ კულუარებში, რას ვერ იყოფს „ოცნება“, ვის წინააღმდეგ იგეგმება კომპრომატების გამოქვეყნება, რა სასჯელი დაადეს კობახიძეს? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – „ქართულ ოცნებაში“ კარგა ხანია რაც სერიოზული უთანხმოებაა, რაც ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ეს კაცი 10 დღით ქვეყნიდანაც კი გააძევეს. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თავიდან 3 […]
`უმრავლესობაში 5 დაჯგუფებაა _ კვირიკაშვილის, კობახიძის, კალაძის, მაჟორიტარების და „ოცნების“ ბებერი „სასტავი“
– უმრავლესობაში სულ მცირე ხუთი დაჯგუფებაა. კვირიკაშვილის, კობახიძის, კალაძის, მაჟორიტარების და „ოცნების“ ბებერი „სასტავი“. ეს ბებრები კობახიძისნაირ ტიპებს ვერ იტანენ. სხდომებზე ერთმანეთს ზურგს აქცევენ და გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან. მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნაციონალებს 2006 წლიდან აგინებენ დედას. მათ გუნდში ძალიან უჭირთ იმ ადამიანების ატანა, რომლებიც ნაცმოძრაობას 2012 წლის მერე გაემიჯნენ და დღემდე […]
სესიაშვილი – თბილისი 4 დღის მანძილზე ნატოს პოლიტიკური ცენტრი გახდება
ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში იწყება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ისტორიული დღეა. – ეს […]
დავით ნარმანია და ელენე ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის მერი დავით ნარმანია და პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თბილისის მერი წყნეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებდა, როდესაც მასთან ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა და პრობლემებისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს. – დიდი ხანია გეძებთ ბატონო დავით. არაერთხელ მოგმართეთ პრობლემებზე სალაპარაკოდ. კამერების გარეშე ვცადე თქვენთან შეხვედრა და არ გამომივიდა. თქვენ ხართ […]
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ომბუდსმენი ნანუაშვილი დეპუტატებისგან დაიცვა
პრეზიდენტი პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით სახალხო დამცველის მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იყო. პრეზიდენტი იმ კრიტიკასაც შეეხო, რომელიც ომბუდსმენის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან ისმოდა. მარგველაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ფუნქცია არა გუნდრუკის კმევა, არამედ პრობლემებზე საუბარია და ამ ფუნქციას უჩა ნანუაშვილი კარგად ასრულებს: – მოხსენება იყო ძალიან საინტერესო და ყურადსაღები, ჩვენ ყველამ უნდა […]
გია ხუხაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, აუდიტის სამსახური მე ჩამებარებინა
– ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა აუდიტის სამსახური მე ჩამებარებინა, მის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, დღეს კი ამ გადაწყვეტილებას ნანობს. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, თორდია-ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა სწორი პოზიცია დაიკაონ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა კი, მკაფიო გზავნილები გააჟღერონ. მისივე განცხადებით, ის, რომ აუდიტის სამსახურის […]
„კალაძის მერობა თბილისის დაცინვაა“
– უფასო სასადილოებში აქტიურად დარბიან გამგეობების წარმომადგენლები, პირადად ამოწმებენ საკვების ხარისხს, მერე ამ ფოტოებს ფეისბუქზე დებენ და აცხადებენ, რომ უფასო სასადილოებში გემრიელი საჭმელებია. ჩვენ მიერ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საკვები ოდნავ გააუმჯობესეს. ამ საქმეს არ მოვეშვებით და დამნაშავეების დადგენამდე არ გავჩერდებით. ამაზეც უნდა აგოს ნარმანიამ პასუხი, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. – გჯერათ, რომ ამაზე ნარმანია […]
ლევან ხაბეიშვილი: „2 ხელშეკრულებიდან მერიამ 5.178.000 ლარი მოტეხა“
_ ჩვენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა დაბრუნებოდა თავის საქმიანობას, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანია მოვიდა. ვამტკიცებდით, რომ ამ ქარხნის მუშაობა აუცილებელი იყო. ამ ქარხანაში ვაგონების მოდერნიზება-შეკეთება ხდება. ისინი რომ არა, თბილისის მეტროს შეექმნებოდა მუშაობის პრობლემა. ჩვენ სანამ ამ ქარხნის ასამუშავებლად ვიბრძოდით, დავით ნარმანიამ მოახერხა იმდენი, […]
არასამთავრობოები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ და პრემიერს მიმართავენ
შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს და პრემიერ-მინისტრისთვის გასაგზავნ მიმართვას ამზადებს. ისინი თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით არსებობს საფრთხე, რომ თვითმმართველობები ცენტრალურ ხელისუფლებაზე და პარტიულ ხაზზე უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ – პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თუ ჩვენ თვითმმართველობებს […]










