– უმრავლესობაში სულ მცირე ხუთი დაჯგუფებაა. კვირიკაშვილის, კობახიძის, კალაძის, მაჟორიტარების და „ოცნების“ ბებერი „სასტავი“. ეს ბებრები კობახიძისნაირ ტიპებს ვერ იტანენ. სხდომებზე ერთმანეთს ზურგს აქცევენ და გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან.
მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნაციონალებს 2006 წლიდან აგინებენ დედას. მათ გუნდში ძალიან უჭირთ იმ ადამიანების ატანა, რომლებიც ნაცმოძრაობას 2012 წლის მერე გაემიჯნენ და დღემდე მათ უგორებენ კოჭებს.
საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, კალაძეს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე დიდი გავლენა აღარ ექნება. – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლადო სადღობელაშვილი.
მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნება“ კალაძის ფულით დაფინანსდა. შესაბამისად, თავისი ხალხიც ბლომად გაიყვანა.
– ახლა თავის თავს დააფინანსებს მარტო. ოღონდ ის ვერ გავიგე, რა ჯანდაბად უნდა მას ეს თანამდებობა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მერი თუ გახდა, 4 წელიწადში დაასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას.
ჯერ კანდიდატადაც კი არ დაუსახელებია და უკვე წინამორბედს უპირისპირდება. 2 დღის წინ გამოვიდა და თქვა, ყველაფერს ფერფლიდან აღვადგენო. აზრზე ხართ, ტიპმა ვიცეპრემიერობა არ იკმარა და სფინქსობა მოინდომა. მაგაზე ისედაც აღრენილები არიან და ახლა ნახე, რასაც უზამენ. ყველა სიკეთესთან ერთად, პრორუსულობის იარლიყსაც მიიწებებს, რაც გაზპრომთან ჩახუტების შემდეგ, უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.
როგორც თავში უკვე გითხარით, წინ ცხელი ზაფხული გველოდება. შემოდგომა, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი იყოს, – აცხადებს სადღობელაშვილი.

