შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს და პრემიერ-მინისტრისთვის გასაგზავნ მიმართვას ამზადებს. ისინი თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით არსებობს საფრთხე, რომ თვითმმართველობები ცენტრალურ ხელისუფლებაზე და პარტიულ ხაზზე უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ
– პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თუ ჩვენ თვითმმართველობებს გავამსხვილებთ, მსხვილი თვითმმართველობები არ არის ხალხთან ახლოს და ისინი უფრო მეტად არიან ორიენტირებული ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალზე. ეს უფრო მეტად არის სწორედ პარტიული ხაზით წაყვანა თვითმმართველობების, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს, მთავრობას თვის ბოლოს წარედგინება.
ნიუპოსტი

