კატეგორია: პოლიტიკა

“მიშა გამხდარია, ფერმკრთალი და სიარული უჭირს, მაგრამ შიმშილობას არ წყვეტს” – ანა წითლიძე

ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის გამხდარი, ფერმკთალი და შენელებული, გადაადგილება უჭირს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. “ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი არ მალაპარაკა და მითხრა რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი და ახლა მთავარია, ეს დაწყებული […]

აქცია რუსთაველზე საქართველოს ჰიმნით დასრულდა

აქცია რუსთაველზე საქართველოს ჰიმნით დასრულდა

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა. აქციის დასასრულს გიორგი უშიკიშვილთან, სოფო ბათილაშვილთან, ლელა წურწუმიასთან და ლექსენთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა შეასრულეს. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყო. იპნ

მიხეილ სააკაშვილი – „დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო“

მიხეილ სააკაშვილი - „დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო“

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე“, – ასე იწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციაზე ნიკა გვარამიამ წაიკითხა. “დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ”- წერს სააკაშვილი. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ამბობს, რომ მისი […]

თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიწყო

თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიწყო

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. მომიტინგეთა მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. იპნ

“პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია” – ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი - "გუშინდელ აქციაზე იყო ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო გზავნილები"

პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა ქვეყანას. “მე აღარ […]

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. დანაყოფები პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ. სპეცდანაყოფები ავტობუსით შეიყვანეს ასევე, პარლამენტის ეზოშიც. უფრო კონკრეტულად, პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოში შეიყვანეს. სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას უკავშირდება. იპნ

ნაციონალების კოლონას “ოცნების” წევრები ქუთაისთან ცოცხებით დახვდნენ

ნაციონალების კოლონას "ოცნების" წევრები ქუთაისთან ცოცხებით დახვდნენ

დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. პარტიას მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოჰყავს. „ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ. მათი თქმით, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და ამ ფორმით აპროტესტებენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. როგორც ისინი აცხადებენ, სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს. […]

“ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ” – რას გეგმავს უკრაინა სააკაშვილის საქმეზე?

"ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ" - რას გეგმავს უკრაინა სააკაშვილის საქმეზე?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებას განცხადებით, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის მხარე მუშაობს სააკაშვილის საკითხის იურიდიულ ნაწილზე და მალე გახდება ცნობილი რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა. ის ასევე განმარტავს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ექსტრადიციის ნაწილი. ,,მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. როგორც ჩვენ ასევე მისი ადვოკატები და უკრაინის კონსული საქართველოში. […]

„რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ამ ფუღუროს, რომ სააკაშვილს აფასებს“ – ხაბეიშვილი ზარქუაზე

„რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ამ ფუღუროს, რომ სააკაშვილს აფასებს“ - ხაბეიშვილი ზარქუაზე

ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მოშიმშილზე სააკაშვილზე თქვა, რომ “საკმაოდ კალორიულ კვებაზეა”. “არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პატარა კაცუნა რომ არის, ჩვეულებრივი ფუღურო, ვგულისხმობ ირაკლი ზარქუას. ჯერ სანამ რაიმეს სერიოზული სახით მოყვება, ამ არარსებულ ადამიანს იქნებ ვინმეს ჰკითხოს, რა გაუკეთებია ქვეყნისთვის როცა მიხეილ სააკაშვილს აფასებს და თან ცინიკურ განცხადებებს აკეთებს. […]

მეუფე ნიკოლოზი – “იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და საყოველთაო შერიგება მოხდება”

მეუფე ნიკოლოზი - "იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და საყოველთაო შერიგება მოხდება"

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მქონდა ასეთი გზავნილი – ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე. ამასთან, […]