„რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ამ ფუღუროს, რომ სააკაშვილს აფასებს“ – ხაბეიშვილი ზარქუაზე

„რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ამ ფუღუროს, რომ სააკაშვილს აფასებს“ - ხაბეიშვილი ზარქუაზეენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მოშიმშილზე სააკაშვილზე თქვა, რომ “საკმაოდ კალორიულ კვებაზეა”.

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პატარა კაცუნა რომ არის, ჩვეულებრივი ფუღურო, ვგულისხმობ ირაკლი ზარქუას. ჯერ სანამ რაიმეს სერიოზული სახით მოყვება, ამ არარსებულ ადამიანს იქნებ ვინმეს ჰკითხოს, რა გაუკეთებია ქვეყნისთვის როცა მიხეილ სააკაშვილს აფასებს და თან ცინიკურ განცხადებებს აკეთებს. მითხრას ერთი შექმნილი, რაც გაუკეთებია ხელშესახები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”