“ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ” – რას გეგმავს უკრაინა სააკაშვილის საქმეზე?

"ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ" - რას გეგმავს უკრაინა სააკაშვილის საქმეზე?უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებას განცხადებით, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის მხარე მუშაობს სააკაშვილის საკითხის იურიდიულ ნაწილზე და მალე გახდება ცნობილი რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა.

ის ასევე განმარტავს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ექსტრადიციის ნაწილი.

,,მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. როგორც ჩვენ ასევე მისი ადვოკატები და უკრაინის კონსული საქართველოში. რამდენიმე საუბარი შედგა სადაც მისი და მისი უფლებადამცველების პოზიცია გავიგეთ. ამ საქმის იურიდიულ დეტალებს ვსწავლობთ და საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. ის უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ მივატოვებთ. როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაბიჯებს გადავდგამთ, და ეს არ ეხება მარტო ექსტრადიციის საკითხს, მედიას ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ”, – განაცხადა დიმიტრო კულებამ.