კატეგორია: პოლიტიკა

ეკა ხერხეულიძე: „ორმა ბიჭმა ტანსაცმელშემოხეული, ფეხსაცმელდაკარგული ხელში ამიყვანეს და სად მიგიყვანოთო“

პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე ეკა ხერხეულიზე სოციალურ ქსელში 1989 წელს იხსენებს. – 9 აპრილამდე იყო ეროვნული დამოურჩილებლობის მასშტაბური კამპანია. გვევალებოდა საკავშირო  დაქვემდებარების დაწესებულებებში გაფიცვის მნიშვნელობაზე აგიტაცია. სხვაგან რომ არ მეძებნა ასეთი ობიექტი მე ირაკლი ბათიაშვილი და ირაკლი წერეთელი მეგაფონით მივადექით მამაჩემს სამსახურში. ეს ის დროა საბჭოეთი რომ მძვინვარებს და ეროვნული მოძრაობის პერსპექტივაზე მოქმედ ჩინოვნიკებს ეღიმებათ, […]

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ მოწყობილ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსრანტების დარბევაში, რომლის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მომიტინგე, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა ან დასახიჩრდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ანტისაბჭოთა მოძრაობა 1988 წლიდან გააქტიურდა, რაც ყოველდღიური გაფიცვებითა და მიტინგებით გამოიხატებოდა.კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის მაშინ გამწვავდა, […]

მიხეილ გიორგაძეს ხსნიან?

როდესაც მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრი გახდა, პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, რომ გიორგაძე მაშინდელი პრემიერის, ღარიბაშვილის მეზობელი იყო, რომ მათი ცოლები მეგობრობდნენ და ზუსტად ასე გადაწყდა მისი მინისტრად დანიშვნა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც გაქრა, არაერთხელ ითქვა, რომ გიორგაძესაც მოხსნიდნენ, მაგრამ „ისტერნ პრომოუშენის“ დამფუძნებელი მინისტრის სავარძელს დღემდე ინარჩუნებს და, როგორც ამბობენ, თავის თანამდებობას უმეტესად იმისთვის […]

გიორგი მარგველაშვილი: „მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი, მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო“

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წლიური მოხსენების შემდეგ გამართული დებატები შეაფასა და უმრავლესობის კრიტიკას უპასუხა. –მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი. მე ვცდილობ პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და შეხედულებები. მე მიზნად არ გამიხდია, რომ ან ზედმეტად მხარი დამეჭირა ხელისუფლების წარმატებებისთვის, ან ზედმეტად მეკრიტიკებინა ის, რაც გაკეთდა. მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები და ხალხის აზრი. ხალხს აქვს […]

გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა. _ გამორიცხვით ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ, _ განაცხადა უგულავამ.

აბაშიშვილი: პრეზიდენტმა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იმედები გაუცრუა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი და მან დღეს ხელისუფლებას და ოპოზიციას იმედი გაუცრუა რადგან მათი დღის წესრიგით არ ისაუბრა. _ პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას იმედი გაუცრუა და მათი დღის წესრიგით არ ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და არა _ […]

გია ხუხაშვილი: ,,მარგველაშვილმა მოქილიკე უმრავლესობას ცივი წყალი გადაასხა”

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ქვეყნის პირველი პირის სიტყვა კომპაქტური და ამავდროულად პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იყო. ექსპერტი  პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომლითაც ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარსდგა, დადებითად აფასებს. პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში კომპაქტური და თანამშრომლობისთვის მზად იყო. ხუხაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ მარგველაშვილმა თავის სიტყვაში ისეთ ობიექტურ რეალობას შეეხო, როგორიც უმუშევრობა და […]

ბეჟან ნათელაშვილი: “ოცნება” მწეველების ხარჯზე აპირებს ნაძარცვი ბიუჯეტის შევსებას”

რა მიზანი აქვს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლას, რა პრობლემებს შემქნის ეს ქვეყანაში, რატომ დუმს ხელისუფლება რეალურ პრობლემებზე? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” ლეიბორისტული საბჭოს გენერალური საბჭოს წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. _ თქვენი აზრით, ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა, რატომ გახდა ასეთი აქტუალური მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა? მოწევა მართალია მავნებელია, მაგრამ არანაკლებ მავნებელი რამეები ხდება ჩვენ გარშემო. _ ქვეყანაში […]

„მარგველაშვილს დღესაც ივანიშვილი მართავს“

პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში გამოდის. არის მოლოდინი, რომ მარგველაშვილის გამოსვლა დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე ჩაივლის. ამ აჟიოტაჟსა და დაძაბულობას სპექტაკლს უწოდებს მამუკა გამყრელიძე. _ ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს წააგავს. ერთს კი გეტყვით, არაფერს საინტერესოს მისგან არ ველოდები, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მართული ფიგურაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ამიტომ ეს პიროვნება ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს. მისი […]

თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ხმაურია, ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების განცხადებით, 37 წლის როინ ლეონიძე მეუღლესთან ერთად თურქეთში გადადიოდა, როდესც მას თურქმა მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოთხი თურქი მებაჟე ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.