საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, თეთრ ხიდზე არქიტექტორი, 91 წლის გივი თოდაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა გივი თოდაძის მიერ ქუთაისის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა, ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი შეხვედრები შეაჯამა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის სითბო, ის ღიაობა, ის ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის ხვდება ქუთაისში. _ ჩემთვის არის განსაკუთრებით სასიამოვნო, რომ […]
კატეგორია: პოლიტიკა
დონალდ ტრამპი დავით ბაქრაძეს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ […]
ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში ელჩად დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც შვეიცარიის კონფედერაციიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილი დაინიშნა. ლევან ბოძაშვილი 2015 წლის დღემდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას 2017 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგება.
ცხინვალში 9 აპრილს არეულობას ელოდებიან
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხინვალის ხელისუფლებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსალოდნელ არეულობაზე ალაპარაკდა. ერს შემაშფოთებელი ინფორმაცია გენპროკურორმა, შს და უშიშროების მინისტრებმა მიაწოდეს. მათი მტკიცებით, ცხინვალის წინააღმდეგ ძალიან ცუდი და სახიფათო გეგმაა შემუშავებული. ოსი ძალოვნები ამბობენ, რომ ეს გეგმა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დაიწერა. გეგმის ავტორი კი მათი ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ყოფილა. ცხინვალის ხელისუფლების თქმით, […]
„მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა“
– პოლიტიკა დებატების გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანებს ჰქვიათ პოლიტიკოსები, მაგრამ მათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა იმართებოდეს პოლიტიკური დებატები. დებატების გარეშე კი პოლიტიკა, უბრალოდ, არ არსებობს, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. მისი აზრით, მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა. – პრეზიდენტმა რომ თქვას, […]
სკანდალი: საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები წვრთნებს ოკუპირებულ ყირიმში გაივლის
ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდვეთა საქართველოს 23 წლამდე ნაკრები გუნდური პირველი ადგილით გუშინ გვიან ღამით უნგრეთიდან სამშობლოში დაბურნდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ,,კურიერთან“ განაცხადა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე გაივლის. შეგახსენებთ, რომ უკრაინული ქალაქი ალუშტა მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აღნიშნული რეგიონი იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში, როგორშიც […]
კვირიკაშვილი რამდენიმე დღეში გადადგება?!
მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პრემიერის გარდა, თანამდებობას კიდევ რამდენიმე მინისტრი დატოვებს. _ მე მთავრობიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კვირიკაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და ის თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს, _ ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში ბრეგაძე. მისი თქმით, სამთავრობო კარუსელი ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასაფარად დატრიალდება: _ თითქმის ყველა სფეროში არის […]
ვის არ მისცემდით ხმას _ 27% “ოცნება”, 25% ნაციონალები
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დასმულ კითხვაზე: „რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25%-მა _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 8%-მა დემოკრატიული მოძრაობა, 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“.
რამაზ საყვარელიძე: „ალეკო ელისაშვილი მერობის საინტერესო კანდიდატურაა“
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ნარმანიამ თბილისის მერის არჩევნებზე კენჭი აღარ უნდა იყაროს. – ყოველდღიური პრობლემა, რომელიც ადამიანებს მართლაც ყოველდღე აწუხებთ, ვგულისხმობ სატრანსპორტო პრობლემატიკას, პარკირების პრობლემებს და ა.შ. ამ პრობლემების მოუგვარებლობამ, ნარმანიას კანდიდატურას შეიძლება სირთულეები შეუქმნას, – ასეთია პოლიტოლოგის აზრი. მოარული ხმების მიხედვით, თბილისის მერობის სურვილი დიმიტრი ქუმსიშვილსაც აქვს, საყვარელიძეს მერობის რეალურ კანდიდატად არც ქუმსიშვილი წარმოუდგენია. […]
რას ითხოვს კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ
კახაკახ„ქართულ ოცნებაში“ თითქმის ოფიციალურად ადასტურებენ, რომ მათი მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას მერის არჩევნებში მონაწილეობა არ სურს და პირველ ვიცეპრემიერობას ამჯობინებს. როგორც „ახალ თაობას“ „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, სწორედ ამიტომ არ კეთდება ოფიციალური განცხადება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ კალაძე მერის არჩევნებში […]










